ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ძლიერი ქალები!

18-11-2020, 10:53

მიმდინარე, წლის 14 და 15 ნოემბერს ქ. ოზურგეთში გაიმათვა ორდღიანი ვირტუალური სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა გურიის რეგიონის მასშტაბით მეწარმე, მცირე და საშუალო ბიზნესში, ასევე შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებისათვის ცოდნის გაღრმავებას თემებზე: საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, საზოგადოების და განსაკუთრებით ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში; თავდაცვა და უსაფრთხოება; საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში; ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური სარგებელი; ნატო შავ ზღვაში: რა იქნება შემდეგ?
პროექტის ,,ნატო-ევროკავშირის სემინარი ქალი მეწარმეებისთვის” ძირითადი მიზანი გახლდათ, სამიზნე აუდიტორიისათვის ნატოს, მისი ღირებულებების, პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორდღიანი სემინარის განმავლობაში გურიის რეგიონის ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ მაღალი რანგის სპეციალისტებს, სახელმწიფო სტრუქტურის, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს დამოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
დარგის ექსპერტების აზრით, ,,ახალი წევრებისთვის ნატოში გაწევრიანება იწვევს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უფრო მეტ შესაძლებლობებს. ნატოსა და ევროკავშირშიგაწევრიანება, ასევე ხელს უწყობს ეკონომიკის გაუმჯობესებას, ეხმარება სახელმწიფო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც თავის მხრივ პირდაპირიუცხოური ინვესტიციების მოზიდვის საფუძველს წარმოადგენს.
მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა შეუძლებელი იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, ამიტომაც, სემინარი მიეძღვნა ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას, მათი ცოდნისა და სფეროს გაფართოებას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მონაწილეთა მოტივაციისა და ცოდნის ზრდას. მეორეს მხრივ, რადგანაც სემინარის მონაწილეები გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან იქნებიან, ისინი ცოდნას გაავრცელებენ მთელ რეგიონში.
სემინარის ბოლოს მონაწილეებმა უკეთესად გააცნობიერებს ევროკავშირისა და ნატოს როლი და მნიშვნელობა. ასევე, სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას მოწინავე ქვეყნიდან ნატოში გაწევრიანების შედეგად მიღებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ; შეისწავლეს ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურა და ფუნქციონირება და გაეცნენ როგორ მოქმედებს ეს ინსტიტუტები მათ ბიზნესსა და პირად ცხოვრებაზე.
პროექტს მხარს უჭერს ნატოს სახალხო დიპლომატიის სამმართველო და ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონი და საზოგადოება“ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 968
FACEBOOK კომენტარები