ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ძვირფასო ლანჩხუთელებო, თანამოქალაქეებო!

8-09-2021, 11:38

ჩემო ამომრჩევლებო და მხარდამჭერებო, მოგმარ­თავთ მე, ლია მუხაშავრია, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი! 
თქვენ კარგად იცით, რომ ამა წლის 2 ოქტომბერს, ჩვენ მხოლოდ ადგილობ­რ­ივი მუნიციპალური არ­ჩ­ევ­ნები არ გველოდება, ჩვენ მხოლოდ ლანჩხუთის მუ­ნ­ი­ციპალიტეტის მერსა და სა­კრებულოს კი არ ვირ­ჩ­ევთ, არამედ, 2 ოქტო­მბრის არ­ჩევნები ქვეყნის მას­შტა­ბით ჩატარებული რეფერენდუმია, რომელმაც ყველა ჩვე­ნ­გა­ნისთვის აუცილებელი ცვლი­­ლებები უნდა მო­­იტანოს  ვადა­მ­დელი სა­პარლამენტო არ­ჩევ­ნების სა­ხით. რაც უნდა კარგი შედეგით დამთავ­რდეს ად­გილობრივი არ­ჩევ­ნები, რაც უნდა საუ­კეთესო მერი და საკრებულო ავირჩიოთ ლა­­­ნჩხ­უ­თ­ში, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს ცვლილებები, რომელსაც ასე მოვ­ელით თითოეული ჩვენ­განი. ვა­და­მდელი საპარ­ლამენტო არ­ჩევნების,  კო­ა­­ლიციური მთავრობისა და ჩვენი ინ­ტერესებისთვის და­­­­მცვე­ლი პარლამენტის გა­­რ­ეშე რადიკალური ცვლი­­­­­­ლ­ებები ვერ განხორც­იე­ლ­დება და არ შეი­ცვლება ასე მიუ­ღებელი ჩვენი დღევან­დე­ლი ცხოვრება, ამიტომ ყველას - ჩემს მო­მხრეებსა და ჩემს ამ­ომ­რჩევლებს, ას­ევე ჩემს მოწინაა­ღმდეგებს, მოგიწ­ოდ­ებთ - მოდით არ­ჩე­ვნებზე და ხმა მიეცით ყვე­­ლას, გარდა ქართული ოცნებისა, შემოხაზეთ თქვე­­­ნ­­თვის სასურველი ნე­ბ­ი­ს­მიერი პარტია და მა­ჟ­ორიტარი კანდიდატი, გა­რ­და 41-ისა! მხოლოდ ასე შე­ვძლებთ ქვეყანაში ცვლი­ლებებ!. „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფ­ლებ­ი­დან გავუშვათ მას არ უნ­და მივცეთ ხმების 43% და მეტი!          

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 024
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა