„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].„ოცნების ქალაქში“ ტრაგედიის შემდეგ დღეს გამოჩნდა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. კითხვაზე, რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები, მან თქვა, რომ ეს არ არის სამშენებლო არეალი და ეს ტერიტორია მდებარეობს მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, თუმცა მან მოქალაქის კითხვაზე, მაშინ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოუღობავ ტერიტორიაზე, მან უპასუხა, რომ „მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები“.
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 639



