ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ის იმარჯვებს, ვისაც სიყვარული შეუძლია

14-02-2025, 10:51

  10 თებერვალს 5 ათასი ლარით დაჯარიმებულ ლადო აფხაზავას აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ავტომობილი აჩუქეს!
,, ის იმარჯვებს, ვისაც სიყვარული შეუძლია.

   საშინლად მოექცა მოსამართლე. ჯარიმა 5000 ლარი დააკისრა. ფული 5800-ზე მეტმა კოლეგამ აუკრიბა... მოპარეს ველოსაპედი _  აჩუქეს. ზედ მანქანა მიაყოლეს... ჰოდა, სიყვარულის ხალხს ბოღმა და სიძულვილი ვერ დამარცხებს.“_ წერს მტვარისა თარხნიშვილი.შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აფხაზავამ თქვა, რომ ჯარიმას ვერ გადაიხდის, რადგან დიდი შემოსავლები არ აქვს. „სამ სკოლაში არ ვიქნებოდი გადარბენაზე, ველოსიპედიც აღარ მაქვს, მომპარეს და ფეხით მიწევს ერთი სკოლიდან მეორეში მისვლა“ _ თქვა ლანჩხუთელმა პედაგოგმა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 365
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა