ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხვალ ქუთაისის სასამართლოში პედაგოგ ლადო აფხაზავას სასამართლო პროცესი გაიმართება

9-02-2025, 22:41

  „ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო. 25 წელია მასწავლებელი ვარ და ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაზე მაგარი გაკვეთილი ჩავატარო ყოველ სხვადასხვა დღეს. ჩემთან ერთად ხვალ სასამართლოში მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და სხვა ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, 9 ადამიანი სასამართლო პროცესს შევუერთდებით. მე ცუდი მოლოდინი მაქვს - შეიძლება დაგვაპატიმრონ კიდეც. 
     
  ძალიან სამწუხაროა, რომ 25 წელია ყოველთვის ვცდილობ კარგი გაკვეთილი ჩავატარო, ნინო ქათამაძე ყოველთვის ცდილობს საქართველოს ისე უმღეროს როგორც არასდროს უმღერია, მაია ცირამუა საოცარი ფსიქოლოგი არის და ტრენინგები ჩაატაროს, გელა მთივლიშვილმა საოცარი სტატიები დაწეროს „მთის ამბებით“, მაგრამ ჩვენ ხვალ გვაპატიმრებენ, მე ასეთი მოლოდინი მაქვს...
 ერთადერთი რასაც ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არის, ძალიან სამწუხაროა რომ ისინი ჩუმად არიან და ნუ გეშინიათ ხალხო იმიტომ, რომ საქართველოში თუ ცვლილებებს აპირებ პირველად აუცილებლად დაგცინებენ და მეც დამცინეს, ბევრ ჩვენგანს დასცინეს, მაგრამ დაცინვით რომ ვერაფერი გაახერხეს უკვე გვებრძვიან, ეს ბრძოლა არის სწორედ როდესაც უკვე სასამართლოში გიბარებენ, მაგრამ ყველაზე კარგი ეტაპი ამ ბრძოლის არის როდესაც შენთან ერთად დგებიან და ერთად იბრძვით.
 ასე რომ მეგობრებო ძალიან გთხოვთ ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის ისმის შეკითხვა, როდის იქნება შედეგი? მალე იქნება მეგობრები ძალიან მალე, ჩვენი ერთობით!“
 მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს.
 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 223
FACEBOOK კომენტარები