ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ კითხულობთ ,,ჰო და არას?”

რატომ კითხულობთ ,,ჰო და არას?”
12-09-2017, 00:00

იათამზე შარაბიძე,ლანჩხუთ: ვკითხულობ ამ გაზეთს და ძალიან მომწონს, გაზეთის მეშვეობით ვიგებთ რაიონში მიმდინარე მოვლენებს. სხვადასხვა ინფორმაციებს, ვეცნობით საინტერესო და დამსახურებულ პიროვნებებს. თამარ ჩხაიძე ლანჩხუთი: ვკითხულობ იმიტომ, რომ მომწონს ეს გაზეთი. მათში მომუშავე ადამიანები, რომლებიც სათანადოდ და ღირსეულად ემსახურებიან რაიონს. გვაცნობს ახალ-ახალ ინფორმაციებს, გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს. ნინო კვესტაძე ახალსოფელი: ძალიან მომწონს ეს გაზეთი და ყოველთვის ვკითხულობ, რადგან გვამცნობს ჩვენს რაიონში მიმდინარე ახალ ამბებს. ,,ჰო და არას” იუბილეზე ლექსიც კი მივუძღვენი ამ გაზეთს. მარინა კვირკველია ლანჩხუთი: მართალია, ეს გაზეთი არ მაქვს გამოწერილი, რადგან აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ, როგორც კი ჩამოვალ ლანჩხუთში.Mმომწონს იმიტომ, რომ ყოველთვის ხალხისთვის საინტერესოდ წერს. როცა რაიმე საქმე მაქვს, ყოველთვის ამ გაზეთს მივმართავ. მომწონს ასევე, აქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც გულთბილად ემსახურებიან მშრომელებს.მარინა ზენაიშვილი, ლანჩხუთი:მარინა ზენაიშვილი ლანჩხუთი: ძალიან მომწონს ეს გაზეთი და ვკითხულობ იმიტომ, რომ გავეცნო რაიონში მიმდინარე მოვლენებს. გავიგო ახალ-ახალი ინფორმაციები. ეს გაზეთი რაიონში მცხოვრებმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, რადგან ის სამართლიანი და საინტერესო გაზეთია. თამთა გურგენაძე,ლანჩხუთი: ვკითხულობ ამ გაზეთს და ძალიან მომწონს, რადგან აქედან ვიგებთ ჩვენთვის საინტერესო ამბებს. თითქმის ყველა რუბრიკა მომწონს, განსაკუთრებით ხალხის მიერ გამოთქმული აზრები, რადგან მეც ამ ხალხს მივეკუთვნები. ამ გაზეთის საშუალებით ვეცნობით რაიონში მიმდინარე ახალ-ახალ ამბებს. ეს გაზეთი ყოველთვის სამართლიანად და მიუკერძოებლად გვაცნობს პოლიტიკურ პროცესებს. ვეცნობით გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამაინებს. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები