ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ჰო და არა" 23 წლისაა

,,ჰო და არა" 23 წლისაა
26-10-2022, 12:12

,,აქ დაწერილი ჰო _ ჰოა და არა _ არა,  ამიტომაც ელოდება მის ნომრებს ამდენი ოჯახი და ამიტომ სჯერათ მედიის ამ საშუალების"...
გულო ჭყოიძე: 23 წლიან ქარ­ი­შხალს გაუძლო ჩვ­ენმა ,,ჰო და არამ“. 90-იან წლ­ე­ბში და­ი­­ბადა საოცა­რი რე­დაქ­ტორის, ნონა გიგინე­იშ­ვი­ლის ხელმძღ­ვანელობით, რომელსაც დამხმარე და დასაყრდენი მეუღლე, გელა ზოიძე ედგა გვერდით. შეუპოვრობით, პირდაპირობით მიუკერძოებლობით მოვიხიბლე, ასევე ამ ადამიანების შრო­მითა და გარჯით. უშუქობისა და პრობლემებით სავსე პერიოდში საკუთარი შენობაც კი არ გააჩნდათ და მო­მ­თაბარე იყვნენ წლების მანძილზე. მაინც შეძლეს შეუძ­ლებელი და შექმნეს ყველასთვის სას­ურველი გაზეთი, ­შეს­აშური რეიტინგით. მადლობა მათ ამი­სთვის და ვულოცავ ამ ლამაზ თარიღს. პირველივე დღეე­ბიდან თქვენი მკითხ­ველი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩემი ნააზრევი ყოველგვარი თხოვნის გარეშე მოხვედრილა თქვენს გაზეთში. მისასალმებელია, რომ ხშირადაა უბრალო მოქალაქეების გულის­ტკივილი, თხოვნა თუ მადლობა თქვენს ,,ჰო და არაში“. უბრალოება და მი­უკეძოებლობა მომწონს. 
მივესალმები ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებსაც აი­ნ­­ტერესებთ შრომაში დაღლილი ადამიანების ნაფიქრალი, მათი პრობლემები და აშუქებენ უშურველად. 
მადლობა თქვენ, რომ ცდილობთ გაგვილამაზოთ დუხჭირი ცხოვრების დღეები. წარმატებები და უამრავი ლამაზი საი­უბილეო თარიღი აგეღნიშნოთ გასხივოსნებულ საქართ­ველოში!
 მაცაცო ბურჭულაძე: გაზეთ
მა, სა­ქართველოშიყველაზე რთ­უ­ლ პე­რიოდში დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და მალე­ვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა ლანჩხუთში, იმ პერ­იო­დში, როცა სამი ადგილობრივი და ერთი რეგ­იონული გამოცემა გამოდიოდა. პირადად მე, ამ გაზეთთან მხოლოდ მკითხველის ურთიერთობა არ მაკ­ავშ­ირებს, ესაა ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების (დღემდე რომ კოლეგებად და მეგობრებად ვრჩებით) შემოქმედების, შრომის, გათენებული ღამეების პირმშო. გამომდინარე აქედან, ვერანაირად ვერ ვიქნები ობიექტური მის შეფასებაში _ ,,ჰო და არა" გაზეთია, რომელმაც გაუძლო დროის ყველანაირ გამ­ოწვევას და დღემდე ღირსეულად აგრძელებს მახვილი და მიგნებული სიტყვის თქმას. ვისურვებდი, ,,ჰო და არას“ ჭიდილი არ მოშლოდეს ლანჩხუთის საზოგადოებას, გაზეთს კი - ბევრი პროფესიონალი, სინდისიერი ჟურნალისტი და ერთ­გული მკითხველი!! ,,ჰო და არა"-ს გუნდს, ყველა თაობას, ვულოცავ გაზეთის იუბილეს და ვისურვებდი ნახევარსა­უკუნოვანი იუბილე მომელოცოს, მეგობრებო!!
გია გოგუაძე: გი­ლ­ოცავთ მთელ შე­მად­გ­ენლო­ბას!  გისურვებთ კიდევ მეტ აქტიურ­ობას სამართ­ლიანობ­ის­თვის!
ამირან გიგინეიშვილი: დევიზი აქვს მაგ გაზეთს ილიას სიტყვები - ,,ჰო და არას ჭიდილია ერთ­ადერთი გზა ჭეშ­მა­რიტების აღმოჩენისა და პოვნისა". ჰოდა, მაქ დაწერილი ჰო - ჰოა და არა - არა,  ამიტომ ელ­­ოდება მის ნომრებს ამდენი ოჯახი და ამიტომ სჯ­ერათ მედიის ამ საშუალების. 
წარმატებები ,,ჰო და არას" ჯიგარ კოლექტივს!
ბელა თევზაძე: პირველ რიგში "ჰო და არას " ვულოცავ 23 წლის იუბილეს. რაც დაა­რსდა, მას მერე, მისი მკითხველი ვარ. ბევრ საინტერესო რა­ღაცას ვსწავლობ და ვიგებ ამ გაზეთით. ვუსურვებ კიდევ მრ­ავალი წელი ყოფილიყოს  ხალხის სამსახ­ურში, საინტერესო და ბევრად უკეთესი სიახლებით, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
ლია მუსერიძე: დედა იყო ამ გაზ­ეთის მუ­დ­მივი მკი­თხველი. გილ­ოცავთ და გის­ურვებთ მკით­ხვე­ლთათვის, უფრო მეტ სასიხარულო ინფორმაციების მიწოდებას. 
მშ­ვიდობიან და გაბრწყი­ნებულ საქა­რთ­ველოში გემსახუროთ!
ლელა წილოსანი: ჭირში თუ ლხინში ყოველთვის გვერდით მდგომო ქა­ლ­ბატონო ნონა, გილოცავთ მართ­ლაც შესა­ნიშნავი გაზეთის იუბილეს სახელ­ოვანი სასახელო ქალბატონი ხარ და ასევე მეგობარიც, კიდევ უამრავი წელი მოგველოცოს!
ეკა ალექსაია: ,,ჰო და არასთან“ წლების წინ ძალიან ხშირი კავშირი მქონდა, საჭიროება მოით­ხოვდა, დრო იყო ას­ეთი. მახსოვს ყველა იქ მო­მუშავე ადამიანიდან, დაწ­ყებული ქალბატონი ნონათი, დამთავრებული ჟურნალის­ტებით, როგორ მედგნენ გვერდში. იმ დროს არ იყო ადვილი კრიტიკის გადატანა  ფურცლებზე  ისე სიტყვ­ასიტყვით, როგორც მივაწოდებდი. ეს არ იყო ერჯერადად, თითქმის ყოველ კვირას ხდებოდა. 
მომავალში ვუსურვებ ,,ჰო და არას“ მეტ სიახლეებს და წარმატებებს; მრავალი წელი ყოფილიყოს ფერხულში რაიონის მოსახლეობისა, ასე რომ ელოდება ყოველი ნომრის გამო­სვლას.
ანა ჩვამანია: მე და ჩემი და პატარაობიდან სიხა­რუ­ლით ველოდით გაზეთის ჩამომტარებლის გამოჩენას, რო­მელიც ჭიშკარში ჩამოდებდა ხოლმე ,,ჰო და არას“ ახალ ნომერს. 
მას შემდეგ, რაც ბაბუ წაიკითხავდა,  ჩვენ ჩავუჯდებოდით ხოლმე და ასე ვიგებდით სიახლეებს _ ვინ გათხოვდა, ვინ გარდაიცვალა, ვინ მოეწყო უმაღლესში წა­რმატებით, ვინ ყიდდა ხბოს და წიწილებს და ა.შ. ვფიქრობ, გაზეთების მიმართ ინტერესი ბაბუმ გამიჩინა სწორედ ,,ჰო და არას“ კითხვით. დღემდე უამრავი ნომერი გვაქვს შემონახული. ვისურვებდი გაზეთი დიდხანს იყოს, არ შეიცვალოს იერსახე და სახელი, რომელიც ყველა ჟურნალ-გაზეთისგან გამოარჩევს მას. ვისურვებდი გურულების უბადლო იუმორი, რაც რეალურ ფაქტებს ეფუძვნება, უხვად იყოს თავმოყრილი.
ლუი ორაგველიძე: ,,ჰო და არა“ თითოეული ლა­ნ­­ჩხუთელისათვის კარგად ნაცნობი, სარწმუნო და საყვარელია. ლანჩხუთის ყოველდ­ღიუ­რობის განუყოფელი ნაწილი, ყველაზე დიდი გუ­ლშემატკივარი და ყველა სი­კეთის თუ პრობლების გამზიარებელია, რაზეც ყველაზე საუკ­ეთესო ადამიანთა ჯგუფი ზრუნავს, საუკეთესო ხელმძღ­ვანელის თაოსნობით. ერთ - ერთი წევრი ჩემი ნინაა და ძა­ლიან მიხარია. ,, ჰო და არა”-მ არა ერთ პრ­ოფესიონალ თუ დამ­წყებ ჟურნალისტის მისცა შანსი ოცნების ასრულებისა. მადლობა ,, ჰო და არას“ კოლექტივს, რომ არასოდეს არც ერთი პრობლემა უყურა­დღ­ებოდ არ დაუტოვებიათ, ყველა საქველმოქმედო ღონ­ისძიებაში მათი ჩართულობა ყოვ­ელთვის მნიშვნელ­ოვანია. ვუსურვებ მუდამ მაღალ რეიტინგს და დიდხანს არსებობას ლანჩხუთის და ლანჩხუთელების სამსახურში.
დარეჯან ბიწაძე: გილოცავ, ნიჭიერო რედაქტორო და უსაყვარლესო ქალბატონო ნონა! გისურვებ ობიექტურობის შენარჩუნებას, წარმატებები არ მოგკლებოდეთ რედაქციის თითოეულ წევრს! 
მუდამ მკითხველის სამსახურში მენახეთ მხნედ!
ნათია აფხაზავა: ჩემთვის თქვენი გაზეთი მთელს ბავშვობასთან ასოცირდება. ,,ჰო და არა­ში“ არაერთი სტატია დაწერილა ჩემს ოჯახზე: დედაჩემზე, მამაჩემზე, ბაბ­უაზე. ახლაც სამახსოვროდ ვინახავ თქვენი გაზეთიდან ამოჭრილ ჩემთვის ძალიან ძვი­რფასი ადამიან­ების სტატიებსა თუ მილოცვებს. პატარა რე­ლიქვიაა ჩემთვის. ძალიან კარგად მახსოვს, როცა სკოლიდან მისულს საკმაოდ პატარა ასაკის ვიყავი, სადღაც 7-8 წლის, ქალბატონ ნონასთან ჩემი მილოცვა მიმიტანია, მას არასდროს უყურადღებოდ არ დავუტოვებივარ, პირიქით სულ სითბოთი და სიყვარულით მიღ­ებდა და მისრულებდა ჩემს ბავშვურ, მაგრამ გულწრფელ თხ­ოვნას. ძალიან მიხაროდა, როცა თქვენს გაზ­ეთში ჩემი ოჯახის წევრების სახელებსა და გვარებს ამოვი­კითხავდი. მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ და ბევრი ერთგული მკითხველი!
ნუნუკა ვერულიძე: 23 წელი მყარად დგას ,,ჰო და არა“ ლანჩხუ­თელ­ების გვერდით. ვულოცავ, ბევრ წა­რმ­ატებას ვუს­ურ­ვებ! მომწონს გამოკითხვა რომ ხდება საზოგადოებაში და ხალხს გვაქვს აზრის დაფიქსირების საშუ­ალება. მინდა ასე გაგრძელდეს, ყველამ გამო­თქვას აზრი თავისი ტკივილისა და წუხილის შესახებ დღე­ვანდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ირმაკო ჩხარტიშვილი:  ჩემები აქტიური გამომწერები არიან და მათთან ჩასვლისას სულ გადავავ­ლებ ხო­ლ­მე თვალს. ჩემს ბავშვ­ობაში, მა­ხსოვს, თითქმის ყველა ნომ­ერში იბეჭ­დებოდა ჩვენი კუთხის შემ­ოქმედი ადამიანე­ბის ლექსები, ჩანახატები,  ნოველები და ა.შ. ყველაზე მეტად მაგას ვკითხულობდი. კარგია თუ ისევ დაე­თმობა ერთი გვერდის თუნდაც პატარა კუთხე მკითხ­ველთა შემოქმედებას. ,,ჰო და არას" ბევრი იუბილის აღნი­შვნას ვუსურვებ!
ნინო ცომაია: ძალინ მიხარია ,,ჰო და არას“ 23-ე წლის იუბილე. მთელს გუნდს ამოუწურავი ოპტიმიზმი და წარმატება მინდა ვუს­ურვო. თავდ­აჯერებით, ინტე­რე­სით და სიამოვნებით გევლოთ მრავალი წე­ლი! მომწონს გაზეთის მიუკერძოე­ბელი, თავ­ისუ­ფალი წერის სტილი. 
რას ვისურვებდი დამატებით? ბევრ ღიმილიან და ბედნიერ სტატიას.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 301
FACEBOOK კომენტარები