ახალი იუსტიციის სახლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას მოქალაქეს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470-მდე სერვისს შესთავაზებს. მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 415