ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნაბიჯი წინ, თუ ნაბიჯი უკან?! რატომ დაინგრა სამხედრო კომისარიატის შენობა?!

6-11-2017, 07:56

ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი სამხედრო კომისარიატის შენობა აღარ არსებობს. აღნიშნული შენობა ერთ-ერთ მყარ ნაგებობად ითვლებოდა მთელი რაიონის მასშტაბით, უცნაურია რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მაინცდამაინც მისი დანგრევა. როგორც ამბობენ, ამ ადგილას აშენდება იუსტიციის სახლი, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობთ შესაძლებელი იყო შენობის რეკონსტრუქცია, ამით არაფერი დაშავდებოდა. თანაც, ვისაც ნანახი აქვს იუსტიცის სახლის მაკეტი, დაგვეთანხმება, რომ იმ უზარმაზარ შენობასთან ასანთის კოლოფის ოდენა სჩანს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, შენობის რეკონსტრუქცია დიდ ხარჯებს მოითხოვდა, ამასთან თანამედროვე სტანდარტებში არ ჯდებოდა. საინტერესოა რამდენი შენობა შეესაბამება დღეს ლანჩხუთში ევროსტანდარტებს, სამხედრო კომისარიატის შენობა რომ გამოიყვანეს ქალაქის იერსახის დამმახინჯებლად. როგორც ჩანს, დიდი შენობა-ნაგებობების ნგრევა ლანჩხუთს სენად მოედო. ,საქართველოს ბანკი“ ყოფილი რუსული სკოლის შენობის დანგრევის ხარჯზე განთავსდა იქ სადაცაა. იგივე ბედი ხვდა წილად ,,გურიის“ ლეგენდარულ სტადიონს. სამწუხაროდ, სამხედრო კომისარიატის შენობის ნგრევას მძიმე შემთხვევის გარეშე არ ჩაუვლია, დაზარალებულია კახა ხელაძე, რომელიც თბილისშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ახლაც მძიმედ ითვლება. თავისთავად ცუდია ის ფატი, რომ ასე უცერემონიოდ ინგრევა დიდი შენობა-ნაგებობები ჩვენს რაიონში, ხოლო პასუხი - ,,თანამედროვე სტანდარტებს არ შეეფერება“, მძიმე მოსასმენია.
გიორგი კილაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 730
FACEBOOK კომენტარები