ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
30-09-2020, 11:20

მინისტრი თეა წულუკიანი, საარჩევნო კამპანიის გამო, პოსტს ტოვებს. მან ამის შესახებ სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება და კანონი ავალდებულებს, რომ თანამდებობა დატოვოს.
წულუკიანი ქართული ოცნების სიის მე-4 ნომრად არის წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრია.
2010 წლიდან იყო თავისუფალი დემოკრატების თავჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, მოგვიანებით კი თავჯდომარის მოადგილე. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნებიდან ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 108
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა