მასწავლებლი და სამოქალაქო აქტივისტი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში წერს:
,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქვეყანაში, რომელმაც ამდენი სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოიპოვა თავისუფლება, დემოკრატული პრინციპების დასამკვიდრებლად ბრძოლის, ღირსეული ადამიანის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო მე და ჩემი მეგობრები განსასჯელის სკამზე აღმოვჩნდებოდით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემი მოსწავლეებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში გავატარე და, მიუხედავად ბევრი ცილისწამებისა, ზეწოლისა და ახლანდელი წნეხისა, ისევ იმავე საქმის გაგრძელებას ვაპირებ. ჩვენ, ამ ქვეყნის ერთგულ, გულმტკივნეულ შვილებს, უსამართლობა ვერ შეგვაჩერებს.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ძალადობა კიდევ უფრო აძლიერებს პროტესტს და თუ ასე გააგრძელებენ, მათთვის უარესი იქნება. მოქალაქეები ხვდებიან, რა დღეშია დღეს ქვეყანა და როგორც შეუძლიათ, ისე იბრძვიან. აი თუნდაც მე იმხელა თანადგომა ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან, მოსწავლეებისგან, სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომ სიტყვები უძლურია ჩემი მადლიერების გამოსახატავად. ჯერ მხოლოდ 6764-ზე მეტი მასწავლებლისგან ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული ლარ-ნახევრებით მოგროვდა ჯარიმის გადასახდელზე გაცილებით მეტი თანხა, რომ აღარაფერი ვთქვა ყოფილი მოსწავლეების, ახლობლებისა და სრულიად უცხო ადამიანებისგან ჩარიცხულ თანხებზე. გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩემო კეთილო ადამიანებო (მინდა იცოდეთ, რომ ამ თანხით მე სხვების ჯარიმებსაც გადავიხდი). თქვენი სახით ვხედავ უდიდეს მხარდაჭერას, ვხედავ უამრავ გაბრაზებულ, იმედგაცრუებულ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ერთად ბოლომდე!მადლობა ყველას!
,, ჯარიმებმა უფრო გაგვაძლიერა. ამ სასამართლო პროცესმა უფრო გაგვაერთიანა და უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ვაპროტესტებთ, თურმე ჩვენსავით ათასობით, ათიათასობით ადამიანი ფიქრობს. ამით მივხვდი, რომ ძალიან ბევრნი ვართ. დაღუპულია „ქართული ოცნება“, დამთავრებულია ამის შემდეგ. ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მაშინვე მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან,“ – ამბობს ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში.
ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ერთად ბოლომდე! მადლობა ყველას!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 141