ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საარჩევნო განწყობები!

საარჩევნო განწყობები!
22-09-2017, 06:39

ჰაი, ჰაი, რომ მოეთხოვება! მოეთხოვება განათლება, ცოდნა, გულისხმიერება და რაც მთავარია შემართება.ქართველ კაცს უთქვამს "მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო", როგორ ფიქრობ მკითხველო, ამ ანდაზამ დაკარგა აქტუალობა? ვგონებ არა, სიმართლის თქმა, როგორც ადრე, დღესაც სახიფათოა და განა დეპუტატის მთავარი დანიშნულება სიმართლის მსახურება არაა? ერთია იცოდე რაა სათქმელი, მაგრამ გაბედო და თქვა ეს სულ სხვა სიმაღლეა, სხვა სულიერი გაქანებაა. ამას დიდი გამბედაობა უნდა, ხშირად იმაზე დიდი გამბედაობა ვიდრე მეომარს სჭირდება ბრძოლის ველზე! ჰოდა ჩვეენ, ჩვენ რა ნიშნით ვირჩევთ საკრებულოს წევრს? მართალია "მუნჯია", საკუთარი ჩრდილის ეშინია, წიგნთანაც მწყრალადაა, მაგრამ ჩემი ნათლულია-ამ პრინციპით?!ამომრჩეველს მინდა ვკითხო: მავანს, ვისაც ამ ხნის მანძილზე საჯაროდ (პრესით, ტელევიზიით, სხვადასხვა თავყრილობებზე, თუნდაც სუფრასთან) ხმა არ ამოუღია, არაფერი გაუპროტესტებია, "დაბეჩავებულ სიმართლეს" ქომაგად არ დასდგომია, უბრალოდ შავზე შავი არ უთქვამს და თეთრზე თეთრი იქ, საკრებულოში "გალომდება" თუ გაოქროპირდება?! მე ეჭვი მეპარება, თქვენ პატივცემულო ამომრჩეველო, თქვენ არ გეპარებათ ეჭვი?!მე მგონი "მიმიხვდი ჩემო მკითხველო, რა ნესტარითაცა ვარ ნაჩხვლეტი". დიახ, მინდა რომ ჩვენ, საარჩევნო ყუთებთან მისულნი, ხმას "ღირსებებს" ვაძლევდეთ და არა "გვარიშვილობას"! ვახტანგ ზენაიშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები