ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისინი ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ზურაბ კუკულავა — ერთგულებით, შრომისმოყვარეობით და პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანი

დღეს, 10:33

  ამჯერად გაზეთ „ჰო და არას“ კიდევ ერთ ერთგულ გამავრცელებელზე, ზურაბ კუკულავაზე გვინდა გიამბოთ. იგი სოფელ შუხუთში უკვე წლებია ემსახურება ჩვენს გაზეთს და ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისთვის დაკისრებული საქმე მხოლოდ მოვალეობა კი არა, პასუხისმგებლობა და ერთგულებაა.
ზურაბი პუნქტუალური, შრომისმოყვარე და კეთილშობილებით სავსე ადამიანია. ცდილობს, გაზეთი კვირაში სამჯერ, დათქმულ დროს, თითოეულ ოჯახს დროულად მიაწოდოს და ამას ყოველთვის წარმატებით ახერხებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა საყვარელი გაზეთი დროულად მიიღოს.ზურაბი მხოლოდ გაზეთის გამავრცელებელი არ არის. იგი ჩვენი მკითხველების სურვილებს, სათქმელს, ფიქრებსა და დანაბარებსაც გვაწვდის. გვიზიარებს მათ მოთხოვნებს, შეკითხვებსა და მოსაზრებებს, რასაც ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ. სწორედ მკითხველთან ასეთი სიახლოვე და მათი ინტერესების გათვალისწინება აძლევს ჩვენს გაზეთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ზურაბი სოფლის მეურნეობასაც მისდევს. სოფელში მას პატივს სცემენ, როგორც სანდო, მშრომელ და ღირსეულ ადამიანს. ჰყავს მეგობრები, ახლობლები, კარგი მეზობლები, რომლებთანაც მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აკავშირებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად დგანან ჩვენი საქმის გვერდით. ზურაბ კუკულავა სწორედ ასეთი ადამიანია. მისი შრომა, პასუხისმგებლობა და ჩვენი გაზეთისადმი ერთგულება ნამდვილად იმსახურებს მადლიერებასა და დაფასებას.
გვინდა, ვუსურვოთ ზურაბს ჯანმრთელობა, მხნეობა, წინსვლა და წარმატებები. დიდხანს ყოფილიყოს ჩვენს გვერდით, ბევრი ნათელი და ბედნიერი დღე ჰქონოდეს, ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
 მადლობა, ზურაბ, ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ შრომისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი გაზეთისა და მკითხველის სამსახურში ეწევი!
                                                                                 გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქცია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 26
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჯიბლაძე — თავმდაბლობის, პატიოსნებისა და ერთგულების მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჯიბლაძე — თავმდაბლობის, პატიოსნებისა და ერთგულების მაგალითი
9-11-2026, 15:20
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან  _ ლადო კუნჭულია — ადამიანი,  რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლადო კუნჭულია — ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
13-11-2026, 16:32
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ნინო სალარიძე - ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიკეთე ერთ ადამიანში
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ნინო სალარიძე - ერთგულება, შრომისმოყვარეობა და სიკეთე ერთ ადამიანში
8-11-2026, 10:06
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ფუტკარაძე, კაცი, რომელსაც ჩიბათში ბევრი ოჯახი ელოდება
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ფუტკარაძე, კაცი, რომელსაც ჩიბათში ბევრი ოჯახი ელოდება
5-11-2026, 13:38
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან  _ მანანა ღლონტი - ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანების სამსახურში
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ მანანა ღლონტი - ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანების სამსახურში
31-10-2026, 19:39
რეკლამა