არსებობენ ადამიანები, რომელთა ღირსებაც ხმამაღალ სიტყვებსა და განსაკუთრებულ აღიარებას არ საჭიროებს. მათი ყოველდღიური შრომა, პატიოსნება, პასუხისმგებლობა და ადამიანური თვისებები თავად მეტყველებს მათზე. სწორედ ასეთი ადამიანია ნინო ჯიბლაძე, სოფელ ჩოლობბარგში გაზეთ „ჰო და არას“ ერთგული გამავრცელებელი.
ნინო უკვე წლებია ემსახურება ამ სპეციფიკურ და არცთუ მარტივ საქმეს. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შრომაც განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. იშვიათად შეხვდებით მისნაირად თავმდაბალ, მოკრძალებულ, კეთილსინდისიერ და შრომისმოყვარე ადამიანს. ნინოსთან ურთიერთობისას ყოველთვის გრძნობ მის შინაგან კულტურას, პატიოსნებასა და საქმისადმი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. მისთვის არასოდეს ყოფილა საჭირო შეხსენება ან შენიშვნის მიცემა. იცის თავისი მოვალეობა და მას ყოველთვის გულისხმიერებითა და ერთგულებით ასრულებს. ასეთი საიმედო თანამშრომელი ნებისმიერი რედაქციისთვის დიდი შენაძენია. მართალია, ნინოს საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია, მაგრამ ჰყავს უსაყვარლესი და, რომლის ოჯახზე ზრუნვაც მისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაფერს აკეთებს, რომ დასა და მის ოჯახს გვერდით დაუდგეს, ხელი შეუწყოს მათ წინსვლასა და ბედნიერებას. ესეც მისი დიდი ადამიანური ღირსების გამოხატულებაა — სხვისი სიხარულით ცხოვრება და ახლობლებისთვის უანგაროდ ზრუნვა.სოფელ ჩოლობაში ნინოს კარგად იცნობენ და აფასებენ. ყველა ოჯახისთვის სასიამოვნოა მისი დანახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელში გაზეთი „ჰო და არა“ უჭირავს. მასთან ერთად თითოეულ ოჯახში ჩვენი გაზეთი და ჩვენი სათქმელი შედის, ამიტომაც ნინო მხოლოდ გაზეთის გამავრცელებელი კი არა, რედაქციისა და მკითხველის დამაკავშირებელი ერთგული ადამიანია.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი პატიოსანი, საიმედო და კეთილი ადამიანი წლებია ჩვენს გუნდშია. გვინდა, კიდევ დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით, ჯანმრთელად და მხნედ, რათა კვლავაც გავაგრძელოთ ერთად ეს კეთილი საქმე.
ძვირფასო ნინო, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს. ღმერთმა კარგად გიმყოფოთ ყველა ახლობელი ადამიანი, გაგეხაროთ მათი წარმატებით და თითოეული დღე სიკეთითა და სიხარულით აგივსოთ.
გვიყვარხარ და გაფასებთ, ჩვენო ნინო! შენი ერთგულება და პატიოსნება ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა!
გაზეთ „ჰო და არას“ რედაქცია
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჯიბლაძე — თავმდაბლობის, პატიოსნებისა და ერთგულების მაგალითი
განყოფილება: ---
გადასვლები: 49



