ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ მანანა ღლონტი - ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანების სამსახურში

გუშინ, 19:39

  მანანა ღლონტი 15 წელზე მეტია გაზეთ „ჰო და არას“ ერთგული გამავრცელებელია სოფელ ნინოშვილში. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც თავისი საქმხოლოდ მოვალეობა კი არა, საყვარელი საქმიანობა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული საშუალებაა. კვირაში სამჯერ, სოფლის ქუჩებში, ნაცნობი და საყვარელი ხმა ისმის: „გამოდით, ,,ჰო და არა“ მოვიდა!“ ამ სიტყვების მიღმა დგას მანანა ღლონტის პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება. ის გაზეთს მკითხველამდე მხოლოდ არ მიიტანს _ მასთან ერთად მოაქვს ყურადღება, სითბო და ის სასიამოვნო განცდა, რომელსაც ადამიანებს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ანიჭებს. მანანას ძალიან უყვარს თავისი საქმე, მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, ეს სიყვარული ორმხრივია. მასაც გულწრფელად ელიან და მის მოტანილ გაზეთსაც.  წლების განმავლობაში მან მკითხველებთან განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა, მოიპოვა მათი ნდობა და პატივისცემა. ეს კი მხოლოდ პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერებითა და ადამიანების სიყვარულით არის შესაძლებელი. როგორც თავად აღნიშნავს, დღეს უკვე ვერც კი წარმოუდგენია ამ საქმის გარეშე ცხოვრება. ჩვენთვის, რედაქციის თანამშრომლებისთვის, მანანას შემოსვლა ოფისში ყოველთვის სასიხარულოა. გვახარებს მასთან შეხვედრა, საუბარი და იმის შეგრძნება, რომ ჩვენს გვერდით დგას ადამიანი, რომელიც აფასებს ჩვენს შრომას, უყვარს ჩვენი გაზეთი და საკუთარი წვლილი შეაქვს მის მკითხველამდე მიტანაში.  მადლობა, ქალბატონო მანანა ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისთვის, ჩვენი საქმის სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის! მადლობა იმისთვისაც, რომ გვახსენებთ: დიდი საქმე ზოგჯერ სწორედ პატარა სოფლის ქუჩებში, ყოველდღიური შრომითა და ადამიანებისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით კეთდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სიხარულსა და წარმატებებს. უფალმა ბედნიერად და კარგად გამყოფოთ თქვენ, თქვენი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და ყველა თქვენთვის ძვირფასი ადამიანი. კიდევ დიდხანს გვესმოდეს სოფელ ნინოშვილში თქვენი კეთილი ხმა _ „გამოდით, ჰო და არა მოვიდა!“                                                                                    ჰო და არა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 60
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან    _  დათო ჩხაიძე-ერთგულების, კაცობისა და სანდოობის იშვიათი მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ჩხაიძე-ერთგულების, კაცობისა და სანდოობის იშვიათი მაგალითი
21-10-2026, 12:58
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ სასტამბო საქმის ერთგული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ სასტამბო საქმის ერთგული პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი
27-10-2026, 13:05
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან გიორგი არსენიძე - ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანური ღირსების მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან გიორგი არსენიძე - ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანური ღირსების მაგალითი
28-10-2026, 11:26
ვრცლად
ვაჟა ზოიძე _ ,,ჰო და არას“ გამომცემლობიდან სამშობლოს სამსახურში
ვაჟა ზოიძე _ ,,ჰო და არას“ გამომცემლობიდან სამშობლოს სამსახურში
16-10-2026, 13:30
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არა“ ისტორიას ქმნიან  _  ია კვასხვაძე, ადამიანი, რომლისთვისაც  სხვათა ღვაწლის დაფასება შინაგანი მოთხოვნილებაა
ისინი, ვინც ,,ჰო და არა“ ისტორიას ქმნიან _ ია კვასხვაძე, ადამიანი, რომლისთვისაც სხვათა ღვაწლის დაფასება შინაგანი მოთხოვნილებაა
23-10-2026, 12:44
რეკლამა