ადამიანის ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდო არც თანამდებობაა, არც სიმდიდრე და არც დროებითი აღიარება. ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარული, პატივისცემა და ნდობაა, რომელსაც წლების განმავლობაში მოიპოვებ. დათო ჩხაიძეს ეს ყველაფერი თავისი პატიოსანი შრომით, ერთგულებითა და ადამიანობით აქვს დამსახურებული. გაზეთ „ჰო და არას“ რედაქციისთვის დათო მხოლოდ წლების განმავლობაში გვერდით მდგომი ადამიანი არ არის. იგი იმ ერთგულების ნაწილია, რომელზეც ჩვენი საერთო ისტორია დგას. წლები მიდის, ეპოქები იცვლება, ადამიანთა გზები ზოგჯერ იყოფა, მაგრამ ნამდვილი კაცის მიერ დატოვებული კვალი არ ქრება. ასეთი კვალი დათოსაც დარჩება _ გაზეთის ისტორიაში, მეგობრების გულებში და იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია.
მის უკან დგას ლამაზი ოჯახი, მოსიყვარულე მეუღლე _ ნაირა გეგუჩაძე, პედაგოგი, ორი ქალიშვილი, კარგი სიძეები და საყვარელი შვილიშვილები. ეს მისი ცხოვრების უდიდესი სიმდიდრეა და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნამდვილი ადამიანური ფასეულობები ოჯახში, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაში იბადება. დათო სოფლის შვილია, მიწის მოყვარული, შრომის ერთგული, სამშობლოს პატრიოტი და ეკლესიური ადამიანი. მისთვის სიკეთე საჩვენებელი საქმე არ არის — ეს მისი ბუნებაა. მისი პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა და სანდოობა კი იმ თვისებათა ერთობლიობაა, რომელთა გარეშეც ვერც ნამდვილ მეგობრობას ააშენებ და ვერც მტკიცე საზოგადოებას.
დათო, მადლობა იმისთვის, რომ „ჰო და არას“ გვერდით დგეხარ. მადლობა, შენი კაცობისთვის, შენი ერთგულებისა და იმ ნდობისთვის, რომელსაც სიტყვებით კი არა, საქმით ამტკიცებ.
კაცმა სახელი მხოლოდ ცხოვრებით უნდა შექმნას. დათო ჩხაიძემ თავისი სახელი შრომით, პატიოსნებითა და კაცობით შექმნა.
ღმერთმა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ოჯახური სიხარული და შვილიშვილების ბედნიერებით ტკბობა არ მოაკლოს. კიდევ დიდხანს ეცხოვროს იმ სიყვარულსა და პატივისცემაში, რომელიც თავისი ცხოვრებით დაიმსახურა, რადგან ასეთი ადამიანები მხოლოდ საკუთარ ოჯახს კი არა, მეგობრებს, საზოგადოებასა და იმ საქმესაც ამდიდრებენ, რომელსაც ემსახურებიან.
ასეთია დათო ჩხეიძე _ კაცი, რომლის ერთგულებაც დასაფასებელია, ადამიანობაც მისაბაძია და რომლისთვისაც მადლობის თქმა ნამდვილად ღირს.
ჰო და არა
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ჩხაიძე-ერთგულების, კაცობისა და სანდოობის იშვიათი მაგალითი
განყოფილება: ---
გადასვლები: 64



