ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვაჟა ზოიძე _ ,,ჰო და არას“ გამომცემლობიდან სამშობლოს სამსახურში

გუშინ, 13:30

 ზოგი ადამიანი შენს გვერდით იმდენ ხანს არის, რომ ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, ასეთია ვაჟა ზოიძე _ ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ჩვენს გაზეთსა და მის ბეჭდვას მიუძღვნა.  ის სრულიად ახალგაზრდა მოვიდა ჩვენს სტამბაში. მაშინ, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რამდენი წელი დააკავშირებდა ამ ადგილთან, რამდენ გამოცდილებას შეიძენდა და რამდენად ახლობელი გახდებოდა იმ ადამიანებისთვის, ვის გვერდითაც ყოველდღიურად შრომობდა. დაეუფლა სასტამბო ხელოვნებას, შეიყვარა თავისი საქმე და წლების განმავლობაში ემსახურა გაზეთის დაბეჭდვას _ იმ საქმის კეთებას, რომლის შედეგიც მკითხველამდე მიდიოდა, ხოლო შრომის დიდი ნაწილი ხშირად კულისებს მიღმა რჩებოდა. ვაჟა ნიჭიერი, მრავალმხრივი უნარებით დაჯილდოებული ადამიანია. მას აქვს თავისი გამორჩეული ხასიათი, ადამიანური სითბო და ის ზნეობრივი თვისებები, რომელთა გარეშეც პროფესიული გამოცდილება სრულფასოვან ადამიანურ სახეს ვერ ქმნის. კეთილია, გულწრფელი და თავისი დამოკიდებულებებით ძვირფასი.  მისი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე ოჯახია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მის უკან დგას ოჯახური გარემო, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ კარგ მშობლებს: დალი ქურიძესა და ბიძინა ზოიძეს და აღმზრდელ ბებიას. ეს ის საყრდენია, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ეხმარება საკუთარი გზა იპოვოს და ღირსეულად ატაროს თავისი პასუხისმგებლობა. ბოლო ხანებში ვაჟას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, იგი სამხედრო პირი გახდა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ახალი მოვალეობა და ახალი პასუხისმგებლობა. თუმცა ამ ცვლილებას არ გაუწყვეტია ის დამოკიდებულება, რომელიც წლების განმავლობაში ,,ჰო და არას“ გუნდთან აკავშირებდა. 
 გვინდა, ვაჟა ზოიძეს ახალ გზაზე წარმატება ვუსურვოთ, ოჯახში _ სიხარული და სიმშვიდე, ხოლო სამშობლოს სამსახურში _ ღირსეული და მშვიდობიანი დღეები.
                                                                                                                  ჰო და არა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 70
FACEBOOK კომენტარები