ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შოთა ფირცხალაიშვილი 68 წლის გახდებოდა!

19-02-2024, 13:42

   
   მეხუთედ შევიკრიბეთ შენს საფლავზე მეგობრები 18 თებერვალს, შენს დაბადების დღეზე. გავიხსენეთ ძველი წლები,  აფხაზეთის ომი,  2008 წლის ომი რუსეთთან,  შინდისის გმირები, შენი დაღუპული თანამებრძოლები.... 3 მარტს დაღუპულ მეომართა დედებს ყვავილებს ჩამოურიგებდი...
ჟამთა სიავისაგან გაცვეთილა საფლავზე ამაყად მოფრიალე საქართველოს დროშა.
ცოცხალი რომ იყო, ახლაც ომში იქნებოდი... 
ნეტავ იმას, ვინც მოესწრება, ამოვა შენს საფლავზე და ჩაგძახებს: ,,შოთა, აფხაზეთი, სამაჩაბლო დავიბრუნეთ, საქართველო ერთიანია, თავისუფალია!~
შენს სახელს დავიწყება არ უწერია!
დიდება გმირებს!  
                                 გელა ზოიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 370
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა