ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის ნინოშვილის გამგებლის წარმომადგენელი 2000 ლარით დაჯარიმდა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის ნინოშვილის გამგებლის წარმომადგენელი  2000 ლარით დაჯარიმდა
12-10-2017, 06:01

ლანჩხუთის გამგებლის წარმომადგენელი, სოფელ ნინოშვილში შოთა ტუღუში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო, 2000 ლარით დაჯარიმდა. ტუღუშის წინააღმდეგ, საჩივარო უწყებათაშორის კომისიაში "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა შეიტანეს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატალია ხოხიაშვილის ინფორმაციით, შოთა ტუღუშს, "ქართული ოცნების" დროშა სამუშაო კაბინეტში ჰქონდა გამოფენილი: _ ,,ქართული ოცნების" დროშა იქ ჯერ გამოფენილი იყო, მერე დაკეცეს და კუთხეში დადეს, თან ამ დროს არიგებდნენ აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატებს, - აღნიშნა ხოხიაშვილმა. მისივე თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელსაც თან შესაბამისი ფოტომასალაც ახლდა მყისიერი რეაგირება მოახდინა: - აღსანიშნავია, რომ კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის თანაბარი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის სთხოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კიდევ ერთხელ შეახსენოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, როგორიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, მერები და გამგებლები, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, - თქვა ხოხიაშვილმა.
მაია კუკულაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 754
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა