წინასაარჩევნო იწილო-ბიწილო, ნელ-ნელა, კატათაგვობანას ემსგავსება, მხოლოდ იმ განსხვავებით, ვინ ვის გამო ირჯება ძნელი გასაგებია. წინასაარჩევნო თავსატეხი სულ რამდენიმე დღეში გაცხადდება, ახლა მხოლოდ ვარაუდების დონეზე გაკეთებული დასკვნები მიუთითებენ რომ ,,ქართული ოცნება" ალალ ბედზეა მიტოვებული და მედროვეების გავლენის ქვეშაა მოქცეული.
,,ბატონი ბიძინა ივანიშვილი დუმს. ეს იმას მიმანიშნებს, რომ სირცხვილად მიაჩნია იმ გუნდთან ყოფნა, რომელმაც ვერ შეძლო ამ ქვეყნის მართვა და თავდაყირა დააყენა ქვეყანა. ივანიშვილის ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ურჩევნია ეს არჩევნები მიუშვას და ვინც მოვა იმათთან დაალაგოს ურთიერთობა. თუ ამას გააკეთებს უკეთესს თვითმმართველობას მიიღებს. ასევე მუნიციპალიტეტებს, აიპებს ჩამოსცილდება კრიმინალური ელემენტები. ვისაც კიდევ ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთანაა, ცდებით. განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც 150 ლარის გამო მანდ დგეხართ. აიღეთ ეს თანხა ხმა სხვას მიევით. გადაგდება ამათი მოგონილია. გააკეთეთ ისე, როგორც ეს გააკეთეს 2012 წლის ნაცმოძრაობის აქტივისტებმა. ამით თქვენ იხსნით თქვენს ოჯახებს ამ გაურკვეველი მიმართულების ხელისუფლებიდან" _ წერს ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ელგუჯა ჩხაიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.
ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ არც ოპოზიცია დგას მყარად ფეხზე, რომ ამ მომენტით ისარგებლოს.
,,ოცნებას’’ ამ მომენტისთვის მეჩვენება, რომ ძალიან უჭირს, მაგრამ ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც საღად მოაზრონე ძალებს კონსოლიდაციას გაუკეთებს. არადა, შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებმა, ბევრი რამ შეცვალოს. რატომღაც მგონია თვითმმართველობის არჩევნებს რეგიონებში ოპოზიციის ლიდერები მეორე ხარისხოვნად უყურებენ, მაშინ, როცა ხელისუფლებას უჭირს და სახელისუფლო რესურსის იმედადაა დარჩენილი". წერს დეპუტატი.
ქართული პოლიტიკური რეალობა კი საშოვარს გადაგებულთა ამბიციების ომია, ყველაზე მედროვე ნაც. მოძრაობის გაოცნებებული წარმომადგენლები ცდილობენ, ახალი ოცნება აიხდინონ და ახლა სოფლების მაჟორიტარებად და პარტიულ სიებში მოიწყვეს საბუდარი. მედროვეობასაც არ ჰქონია თურმე საზღვარი, არიან ისეთებიც მოქკავშირიდანაც რომ გადმოყვა ჯერ ნაციონალებს, მერე ოცნებას, ხან სოფლის რწმუნებულები იყვნენ, ხან კიდევ მაჟორიტარი დეპუტატები და გრძელდება ასე დაუსაბამოდ, ვიდრე ჩვენს გაპარტახებულ სოფლებში ერთი ოჯახი მაინც იცხოვრებს.
ხალხი ბრძენია და იცის თუ ადრე არაფერი გაუკეთებია, ოთხი წელი იდო საკრებულოში, კვლავ რაზე უნდა აირჩიოს იგივე კაცი, ერთი პატიოსანი ადამიანის არჩევა რა გახდა თითო სოფელში. ვნახოთ რა მოხდება სულ რაღაც ათ დღეში, ახდება ,,ნაციონალ მეოცნებეთა’’ ოცნება თუ ხალხი თავის სიტყვას მოუსყიდავად იტყვის.
მაია კუკულაძე
ბიძინა ივანიშვილი ,,ქართულ ოცნებასთანაა?!!
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 765