პენსიით იმ ხალხმა, როგორებიც არიან - ჩვენს სოფელში: რევაზ სულაბერიძე, ზემო ჭინათში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ზაურ ბოლქვაძე, რომლის 17 წლის შვილი ცელემბრალური დამბლით არის დაავადებული. თვითონ ზაურის ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. თქვენ სოციალური დახმარებაც მოუხსენით ამ ოჯახებს. Aამ ადამიანებს არანაირი საშუალება არა აქვთ ნორმალურად ცხოვრებისთვის იმ დროს, როცა თქვენ ,,მოშნი~ - ფულებს ხარჯავთ რესტორნებში. სხვისი გასაჭირის გულთან მიტანის სურვილიც კი არ გაგაჩნიათ. როგორ გაქვთ მშვიდი ნერვები ამდენი და ასეთი გაჭირვებული ხალხის შემყურე? 5 დღის წინ დაგვირიგეს თითო ბოთლი წამალი, იმ მავნე (ფაროსმანა) მწერთან საბრძოლველად. Eეს იმის ტოლფასია, მკვდარს რომ წყალი მოასხა და თხოვო: - არიქა, შენი ჭირიმე, გაახილე თვალი, წამოდექი ფეხზეო. წყალის შესხურებით მკვდარი ადგება? ჩვენი საცოდავი ხალხი ამ მავნე მწერთან ერთად იძინებს და იღვიძებს. ეს რა უბედურება დაგვემართა, გეკითხებით და გვიპასუხეთ. თუკი ეს მავნე მწერი 2015 წლიდან შამოვიდა ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში, სად იყავით აქამდე? რატომ არ შეებრძოლეთ? დღეს მთელი გურია - შიმშილის ზღვარზე ვართ,ყველაფერი განადგურებულია _ აღარც წყალი, აღარც გაზი, ცენტრალური გზა ხომ 26 წელია ჩაბნელებულია. კიდევ კარგი, რომ მზეს ვერ მიწვდით, თორემ ალბათ იმასაც წაგვართმევდით. ზამთარი მოდის, 180 ლარიანი პენსიის შემხედვარემ, როგორ ვიყიდოთ ზამთრის შეშა, როცა ეს პენსია წამლებშიც კი არ გვყოფნის. თუ ვერ პატრონობთ ქვეყანას, დაწერეთ განცხადება და გადადექით. უფრო ვაჟკაცობაში ჩაგეთვლებათ. ჩვენი მუნიციპალიტეტის ორი სოფლის (1500 კომლი) განცხადებაზე რეაგირებაც არ ყოფილა თქვენგან. როგორ შეიძლება თბილისის მერად დაასახელოთ უპასუხისმგებლო ადამიანი კახი კალაძე. ორჯერ მივმართეთ კოლექტიური განცხადებით და პასუხი არ მიგვიღია. რაც უნდა იძახოთ, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ, ბევრი გავაკეთეთო, ბატონებო, რეალობას მაინც ვერ გაექცევით. გთხოვთ გადაუგზავნეთ მმართველ ძალას ქართველი ქალის, ნანა შაინიძის წერილი, რომელიც 26 ივლისის გაზეთ ,,ჰო და არას~ ფურცლებზეა გამოქვეყნებული. იქნებ დაფიქრნენ ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები, იქნებ გონს მოეგონ და გააანალიზონ თუ რას თხოულბენ თურქეთის პლანტაციებიდან ატირებულნი, დამცირებულნი. ყოველი წუთი, საათი, ყოველი დღე მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. იფიქრეთ ამაზე.Eეეხ!.. ჩემო ჯვარცმულო საქართველოვ!...შენივე შვილების ხელით ხარ წაქცეული...ეთერ კუკულაძექვ.ჩიბათი, პენსიონერი
თუ არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, აღიარეთ, დაწერეთ განცხადება და წადით სახლში, ეს, ვაჟკაცობაში ჩაგეთვლებათ
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0