ნარგიზ შაინიძე, ქალაქი ლანჩხუთი: არსად ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რადგან ამის ფინანსები არ მაქვს, დღევანდელ გაჭირვებულ ყოფაში ამის კომფორტი არ არსებობს, არც სამსახური გვაქვს, არც პენსია, არც სხვა რაიმე შემოსავალი. ისიც კარგია, თავი რომ როგორმე გავიტანოთ. ის კი არა, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და იმას ვფიქრობ, წამლის ფულიც სად ვიშოვო. დასვენებული მაშინ ხარ, როცა ყოველდღიური პრობლემებით არ ხარ დაკავებული. თამარ ბეშიტაშვილი, ქალაქი ბათუმი: აქ ვარ ჩამოსული ბებია-ბაბუასთან და აქ ვისვენებ. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ აქ ჩამოვდივარ. სხვაგან წასვლის საშუალება არ მაქვს. ლიკა წერეთელი, ქალაქ ბათუმი: აქ ვისვენებ, რადგან აქ ნათესავები მყავს. სხვა საშუალება არ გვაქვს. დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების ფონზე ძალიან ბევრი ოჯახი და ადამიანი ვერ ახერხებს დასასვენებლად წასვლას, რადგან ამის მატერიალური საშუალება არ აქვთ. ზოგიერთის დასვენება ის არის, რომ როგორმე საკვების და პურის ფული იშოვოს, სხვა ფუფუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ციცო ჩხეტია, ქალაქი ლანჩხუთი: აფხაზეთიდან ლტოლვილი ვარ და დასასვენელბად წასვლა კი არა, იმის ფიქრში ვართ, თავი როგორმე გავიტანოთ და ოჯახი გამოვკვებოთ. არც სამსახური გვაქვს, არც ფინანსები. დასვენება კარგია მაშინ, თუ ამის ფინანსური საშუალება გაქვს და სხვა ყოფითი პრობლემებით თავი არ გაქვს მობეზრებული. დავით ღლონტი, ქალაქი ლანჩხუთი: ცოლ-შვილი გავაგზავნე დასასვენებლად ბახმაროში. მე თავად სად მცალია დასასვენებლად, უნდა ვიმუშაო. ლესია ხოშბეგიანი, ქალაქი ლანჩხუთი: დასასვენებლად წასვლა კი არა, ამ გაჭირვებულ ხანაში, თავი როგორ გავიტანოთ არ ვიცი. რაღაცას ცოტ-ცოტას ვმუშაობ, რომ საჭმლის ფული ვიშოვო. ბავშვები და რძალი გავუშვი ჭიათურაში, რადგან ჩემი რძალი იქედანაა. მაკა გოგუა, ქალაქი ლანჩხუთი: არსად არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ დასვენებას, რადგან ეს ჩვენთვის ფუფუნებაა. არც სამსახური გვაქვს, არც რაიმე სხვა საშუალება. მხოლოს იმის ფიქრში ვართ, თავი როგორმე გავიტანოთ, სხვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. კოტე ჯულაყიძე, ქალაქი ვანი: დასასვენებლად წასვლა კი არა, როგორ ვიცხოვროთ არ ვიცით, ძალიან გაჭირვებული დრო მოვიდა. ჩვენი მთავრობა ხალხზე არ ფიქრობს, ხალხი მის ნებაზეა მიშვებული, ბევრს იმის საშუალებაც არა აქვს პური მაინც იყიდოს, სხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა ლარის გაუფასურების გამო პრობლემები მოგვემატა. თავი როგორ გავიტანოთ არ ვიცით. ჩვენი მთავრობა ხომ კარგად დაისვენებს, იმდენი იმუშავეს, დასვენება სჭირდებათ. ხალხის გაჭირვება არ ადარდებთ. თვითონ ხომ არიან კარგად და ხალხი რაში ადარდებთ?! რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0