წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ ამის თვალსაჩინო მაგალითია მიმდინარე წლის 25 მაისს პრემიერის მიერ გამოცემული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთში წელიწადნახევრის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ ასეულობით ათასი ლარი გამოიყო. დეპუტატი ამას წინასასაარჩევნოდ, მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს: `საუბარია, ლანჩხუთში 2015 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ, 2016 წლის 25 მაისს პრემიერის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე და მის საფუძველზე გამოყოფილ 800 050 ლარზე. ამის ჩაშლილი ვარიანტი რომ ნახოთ, ეს გამოყოფილი თანხა იხარჯება არა მარტო იმ ადგილებზე, სადაც სტიქია მოხდა, არამედ მთლიანად მუნიციალიტეტზე არის გადანაწილებული. აქედანაც ჩანს, რომ ეს არა სტიქიის სალიკვიდაციოდ, არამედ წინასარჩევნოდ ამომრჩევლის გული მოსაგებად გაკეთებული გათვლებია. სტიქიის დროს, ეფექტი აქვს სწრაფ რეაგირებას და პრობლემის დროულ აღმოფხვრას და არა ორი წლის შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი მივაწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმედი მაქვს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ხალხმა ხელისუფლება დაიქირავა იმიტომ, რომ იზრუნონ მათი პრობლემების მოგვარებაზე და არა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ქულები დაიწერონ. ამის კიდევ ერთი მაგალითია ლანჩხუთში უპოვართათვის უფასო კვება, როცა ათეულობით ადამიანი სწორედ ახლა, ერთი თვის წინ მოხვდა დამატებით სიაში. რა, ამ ხალხს მანამდე არ უჭირდა? არ ჰქონდათ კვების პრობლემა? კარგია, როცა უპოვართა უფასო კვება ხდება, მაგრამ საგანგაში ისაა, რომ ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია კიდევ ოთხი წელი დარჩეს ხელისუფლებაში, ხალხზე ზრუნვას იწყებს მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე~ _ ამბობს კახა ასკურავა.
`ეს არა სტიქიის სალიკვიდაციოდ, არამედ წინასარჩევნოდ ამომრჩევლის გული მოსაგებად გაკეთებული გათვლებია. სტიქიის დროს, ეფექტი აქვს სწრაფ რეაგირებას და პრობლემის დროულ აღმოფხვრას და არა ორი წლის შემდეგ~

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0