რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დიდი ალბათობით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობისთვცის იბრძოლებს მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და მოახლოებულ არჩევნებს ეხმაურება: _ საარჩევნო წელია და ყველა პოლიტიკური ძალა ემზადება მოსახლეობასთან შესახვედრად, პროგრამის, სამოქმედო მიზნების, გეგმებისა და ამოცანების გასაცნობად, ვის რა გაუკეთებია და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. იგივეს ,,აკეთებს" დღევანდელი ხელისუფლებაც, მაგრამ სამწუხაროდ მათი ქმედება უკვე ცდება კანონისა და მორალის ფარგლებს, რაც შუალედური არჩევნებისას სამეგრელოში, კორცხელის მოვლენებმაც ნათლად აჩვენა, სადაც ხელისუფლება გადავიდა ძალადობრივ ქმედებაზე, მუშტი-კრივზე, რასაც თავის დროზე აკეთებდა ,,ნაციონალური მოძრაობა" და რამაც ისინი კრახამდე მიიყვანა. ბატონი ტარიელი სპორტსმენთა მონაწილეობას მუშტი–კრივში სირცხვილს უწოდებს: _ სირცხვილია, რომ ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ქვეყნის სახეს უნდა წარმოადგენდნენ მსოფლიო არენაზე - ასეთი ბინძური საქმეების ჩამდენად მოგვევლინენ. ეკუთვნის თუ არა ეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და წარმომადგენლებს - ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ: ,,სისხლი, სისხლით არ ჩამოიბანება, მას წყალი სჭირდება და თან თბილი". სპორტსმენების ეს საქციელი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,უანგაროდ" გაწეული ქველმოქმედებისა და დაფინანსების შედეგი. როცა ,,ოცნება"_ს რეიტინგში გაუჭირდა და საჭიროდ ჩათვალა - მაშინვე გამოიყენა ისინი ცოცხალ ძალად დანარჩენების ცემა-ტყეპისათვის. ბატონი ტარიელი ივანიშვილის ბოლო წერილსაც ეხმაურება: _ გუშინწინ გამოქვეყნებული ივანიშვილის ,,წერილი - ეპისტოლე", რომლის პოლიტიკური ფასი ნულის ტოლია კი არის სიცრუისა და ხალხის თვალში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობა. ბოლო დროს ,,რუსთავი - 2"წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე კი ამბობს: _ის რაც შეეხება ტელეკომპანია ,,რუსთავი - 2"_ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს - ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ,,ქართული ოცნების" არადემოკრატიულობის, ძალადობისა და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის მცდელობის, მაშინ როდესაც 2012 წელს ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ქართული დემოკრატიით მსოფლიოს გააკვირვებდა. დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ, მხოლოდ ,,რუსთავი - 2"_ია ერთადერთი ტელევიზია, სადაც ხდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შედარებით რეალური აღქმა, ხელისუფლების კრიტიკა და ამიტომ წარმოადგენს დღეს იგი ყველაზე რეიტინგულ მასმედიის საშუალებას. მასზე ზეწოლა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა არის დემოკრატიის ,,ანა-ბანა"_ს უგულვებელყოფა და რაც მთავარია, მე ვთვლი, რომ ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის უდიდესი შეუარაცხყოფა, რადგან თურმე ხალხი ისეთი ბეცი, უგუნური და პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელია, რომ ,,რუსთავი - 2"_დან თუ არ უთხრეს-ისე ვერ აღიქვამს არსებულ რეალობას. ის, რომ: 1) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ყოველდღიურად კიდევ გრძელდება გადაღობვები და მცოცავი ანექსია, 2) გვყავს ათიათასობით ლტოლვილი, 3) ქვეყანა თანდათან კარგავს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და წაგებულია საინფორმაციო ომი ქვეყნის შიგა თუ გარე მტერთან, 4) ქუჩაში გვიხვრეტენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, 5) არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენა, 6) ხელყოფილია მრავალი ადამიანის კერძო საკუთრება, 7) არ გაუმჯობესებულა და პირიქით გაუარესდა საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო გარემო, 8) მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უმუშევარი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 9) არ მუშაობს ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არცერთი დარგი და წარმოება, იზდება იმპორტი და მცირდება ექსპორტი, 10) უსახსრობის გამო სტატუსშეჩერებულია ათიათასობით სწავლას მოწყურებული სტუდენტი, 11) პენსიონერთა ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, რადგან პენსიამ მოიმატა 10-20 ლარით, ცხოვრება კი რამდენჯერმე გაძვირდა, 12) თვეების განმავლობაში ხელოვნურად აათამაშეს ლარის კურსი, 1$ - 1,7 ლარიდან კურსი აიყვანეს 1$ - 2,5 ლარზე და ათეულ მილიონობით ლარი ამოართვეს ჯიბიდან მოსახლეობას და ახლა, წინასაარჩევნოდ ამყარებენ ეროვნულ ვალუტას. ვკითხულობ: რამ გაამყარა კურსი, წარმოებები ამუშავდა, ექსპორტი გაიზარდა, ზღვა ინვესტიციები შემოვიდა, მინდორ-ველები გადაიხნა თუ რამ იმოქმედა კურსზე?! - ეს არის სრული აფიორა და თუ ესენი დარჩა (ღმერთმა ნუ ქნას) - არჩევნების შემდეგ ამ კურსის გამყარებას 1-2 თვეში ,,ცხვირიდან ძმრად ამოგვადენენ", 13) ათობით და ასობით ონკოლოგიური თუ სხვა დაავადებით დაავადებული ეავადმყოფი იღუპება საქართველოშ უსახსრობის გამო და ამ დროს ხელისუფლება ათობით მილიონს ხარჯავს უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად, რომლებიც შემდეგ უკანალს გვიჩვენებენ და ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ და მრავალი სხვა არ არის საკმარისი, რომ ზრდასრულმა, ჯანმრთელობის ცნობის მქონე მოქალაქემ მიიღოს ხელისუფლების საწინააღმდეგო საარჩევნო გადაწყვეტილება და მხოლოდ ,,რუსთავი - 2 _ზე ყოფილა დამოკიდებული თუ როგორ არჩევანს გავაკეთებთ 8 ოქტომბერს - ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა. თუ ხელისუფლება თვლის, რომ მან 2012 წლის დანაპირებიდან ნახევარი მაინც შეასრულა - მაშინ მას არ უნდა ეშინოდეს ,,რუსთავი - 2"_ის სარედაქციო პოლიტიკის, პირიქით: თუ მე, როგორც მოქალაქე და ამომრჩეველი ვგრძნობ ხელისუფლების თანადგომასა და ზრუნვას - მის წინააღმდეგ წარმოთქმული ნებისმიერი აზრი თუ სიუჟეტი ჩემში გამოიწვევს პროტესტის გრძნობას ოპოზიციური ტელევიზიის, პარტიისა და ლიდერის მიმართ და ხელისუფლების კიდევ უფრო ძლიერ მხარდამჭერად მაქცევს, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოსახლეობა ასე არ ფიქრობს და ამიტომ ეშინიათ ამ ტელევიზიის. აქვე მინდა აღვნიშნო და ვიმედოვნო, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი - 2" ჯეროვნად დააფასებს მის მიმართ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერას, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომას და რაც მთავარია მოსახლეობის მხრიდან გამოხატულ სოლიდარობას და მომავალშიც, წლების შემდეგ შეინარჩუნებს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. რაც შეეხება ხელისუფლების ,,ზრუნვას" ტელევიზიის ახლანდელი თუ ყოფილი მეპატრონეების, მეწილეების მიმართ მათი საკუთრების უფლების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენაზე - გეტყვით რომ მე როგორც ამ პლანეტაზე მცხოვრებსა და პროფესიით ბიოლოგს - უფრო მაინტერესებს აფრიკაში ველური ტომების არსებობა და მათ გარშემო არსებული ფლორა-ფაუნის დაცვა-შენარჩუნება, ვიდრე ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას აინტერესებს ქიბარ ხალვაშის, დვალის, აქიმიძის, ყარამანიშვილებისა და სხვათა ქონებრივი უფლებების დაცვა ,,რუსთავი - 2"_თან დაკავშირებით. ეს რომ მათ გულწრფელად აინტერესებდეთ - პირველ რიგში ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეს გახსნიდნენ, ან კიდევ, ბატონო ბიძინა! - ღმერთმა ნუ ქნას ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს და შემდეგ ამ ბატონმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩვენი ,,კოლექტივის თავმჯდომარესავით" - "განსხვავებული თვისებები" რომ გამოავლინოს - ამაზეც თუ გიფიქრიათ? ასე რომ, ჩემო ძვირფასებო: მოვიქცეთ ისე, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ ჰქონდეს იმის მცდელობა, რომ ჩვენ შეგვხედოს როგორც საზარბაზნე ხორცსა და საარჩევნო საშუალებას, რომელიც შეიძლება 20 ლარად, ერთ ტომარა პურისქვილად ან ერთ ტომარა სასუქად მოისყიდოს! გისურვებთ სწორ არჩევანს, მშვიდობასა და წარმატებებს.
ღმერთმა ნუ ქნას ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს და შემდეგ ამ ბატონმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩვენი ,,კოლექტივის თავმჯდომარესავით" - "განსხვავებული თვისებები" რომ გამოავლინოს - ამაზეც თუ გიფიქრიათ?

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0