ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლეო ჩერქეზია: ,,მე დავამარცხე დედის გარდაცვალება“

ლეო ჩერქეზია: ,,მე დავამარცხე დედის გარდაცვალება“
11-02-2022, 11:52

ჩემი ყურადღება მიიპყრო ბიჭმა, რომლის სიყვარულიც დედის მიმართ უფრო და უფრო ღრმავდება, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვის წინ მას დედა გარდაეცვალა.
გაგაცნობთ ლეო ჩერქეზიას, პრ­ო­ფესიით ჟურნალისტს და მის მოგ­ო­ნებებს დედის, თამილა წილოსანის შესახებ.
21 თებერვალს თამილა წილოსანის დაბადების დღეა.
_  მოგვიყევით თქვენს დედა-შვი­ლურ ურთიერთობაზე, და როგორ გააცნობდი დედას იმ ადამიანებს ვინც არ იცნობდა...
_  ქალბატონი თამარი, ასე ვიწყე­ბ­დით ურთიერთობას და ასე იყო დედაჩემის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც, პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით საუკეთესო მეგობრები, იმდენად საუკეთესო იყო ჩვენი მეგობრობა,რომ  ხშირად გვავიწყდებოდა დე­და-შვილური მდგომარეობა. ერთი ბიჭი დედისერთად-ოღონდაც ამ სიტ­ყვის ზუსტი გაგებით, ჩვენს სამყ­აროში არ იყო არავინ და არაფერი ერთმანეთზე წინ, ჩვენი წვრილი თი­თებით და ხელებით გაგვქონდა ჩვენი ცხოვრება, ერთი პაწაწინა წითელი სამგზავრო ჩანთა გვქონდა და ასე ერთად ხელჩაკიდებულები დავდი­ო­დით ყველგან. 
როგორი იყო დედაჩემი? დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ ყველას თავისი თამილა ჰყავს. ისეთ ადამიანებს, ვისაც კი მეგონა, რომ საერთოდ არ იცნობდა, ყველასთან მთავისი წილი ურთიერთობით, სილა­ღით და ფერადი ბუნებით ავსებდა. ახლა ზუსტად ვიცი, ძალიან დამცინის, რადგან იცის, რომ ეს ტირილი ჩვენი ურთიერთობის სასჯელად არ უნდა მექცია.
_ როგორი იყო ის პირველი დღეები, როცა ქალბატონი თამილას გარეშე დარჩი? 
_ ალბათ მაგაზე დიდი ჯოჯოხეთი ჩემს ცხოვრებაში არ იარსებებს მო­მავალში. ეს იყო, არის და სამუდამოდ იქნება სიცარიელესთან ბრძოლა, ჩა­მ­ქრალ შუქში ყველა ნათელი სხივი რომ ქრება. მთელი 9 დღე საუბრის და არსებობის უნარი მქონდა დაკარგული. ორი გზა იყო. ან გადავ­რჩ­ებოდი ან არა, მაგრამ მე გადარჩენა ვამჯობინე.
_ ლეო, ყველაზე ძვირფასი და საუკე­თესო მომენ­ტები მინდა გაი­ხსე­ნოთ თქვე­ნი ცხოვრებიდან.
_ დედაჩემთან გატარებული ყოვე­ლი დღე არის ოქროს, მაგრამ განს­აკუთრებით ჯადოსნურად მახსენდება ჩვენი ბოლო საუბარი. გაზაფხულზე, დედის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, როცა ყველაფერზე ვისაუბრეთ.
_ და ბოლოს, როგორ მიმართავ ახა­ლგაზრ­დებს, როგორ მიულოცავ დედას დაბადების დღეს?
_ გამარჯობა, მე 8 თვის წინ ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი დედა დავკარგე. სწორედ მაშინ გაჩერდა მთე­ლი სამყარო და ყველაფერმა დაკარგა აზრი,სიცოცხლემ და მისმა სიყვარულმა, ბედნიერებამ, ღიმილმა და იმაზე ფიქრმა, რომ ღირდა თუ არა საერთოდ არსებობა. დავწექი და საერთოდ არ მინდოდა, რომ მზის სხივს შემოეხედა ჩემს ოთახში, საერ­თოდ არ მინდოდა არავინ და არაფ­ერი, ვიწექი და ასე ვტიროდი ჩვენს გაჩერებულ ურთიერთობას....
და შენ თუ ახლა რომელიმე მშო­ბელი გაკლია,ზუსტად მიხვდები რას­აც ვგულისხმობ, დღეს უკვე მეშვიდე თვეა და მე დავდივარ, ვსუნთქავ, მიხ­არია, მწყინს და ყველაზე ნაკლებად მტკივა, ეს ყველაფერი დედაჩემის დახ­მარებით ხდება. ის დღევანდელ დღემდე ჩემთან არის და მაგრძნ­ობი­ნებს, რომ ჩვენს შორის არსებული ზღვარი დროებითია და ის აუცილებლად გაქრება ოდესღაც...
დედის გარდაცვალებამ რაღაც პატ­არა შეცდომებიც დამაშვებინა და ბევ­რი ადამიანის ზუსტი და უტყუარი სახეც მაჩვენა. მოკლედ რომ გითხ­რათ, 30 წლით გამზარდა და მასწა­ვლა ცხოვრება, თუმცა დედა ერთი წუთითაც არ მტოვებს, ამას ვგრძნობ.
ხოდა ახლა თუ ფიქრობ რა უნდა ქნა, მე გეტყვი: არის დღეები, როცა გათენება არ გიხარია, მეც ვარ ხოლმე ასე, უბრალოდ არავინ არ მოვა და შენს გასავლელ გზას არ გაივლის, არავინ არ იცხოვრებს შენს ნაცვლად, მეც ხომ ვიცი, ცო­ტახნით მოგისმენენ, აიტანენ შენს წუწუნს, მერე ყველა თავის რუტინას დაუბრუნდება.ზურგს უკან იტყვიან, რა ცუდად არის, დარჩები მარტო შე­ნს ბურუსში. ჰოდა, ადექი, ოღონდ ად­ექი ახლა, რადგან ხვალ, ზეგ, ორშა­ბათს გვიანია, ახლა ადექი და შეხედე შენს თავს გარედან და შენ შეძლებ!..
მე დავამარცხე დედის გარდაცვა­ლება, ჩემში არსებული კომპლექსები, ტკივილი პირად ცხოვრებაში, მე მომ­იკვდა ერთადერთი იმედი და მე დღეს ცოცხალი ვარ. მე ეს გამომივიდა. გამოგივა შენც!
დაბადების დღეს გილოცავ დედა!               ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 2 102
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა