ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დავით თავდიშვილის შთამბეჭდავი ინსტალაცია ლანჩხუთში!

გუშინ, 11:09

  ლანჩხუთობის დღესასწაულს კიდევ ერთი გამორჩეული, ფერადი და ორიგინალური სივრცე შეემატა! ეს უნიკალური ბუტაფორიული ,,ფიროსმანის  კიბე“, რომლის სიმაღლე 5 -მეტრამდეა, ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის პედაგოგის,  ფერმწერის,
მონუმენტალისტის, დავით თავდიშვილის ხელოვნების ნიმუშია. ხელოვანს, რომელსაც არასდროს ყოფნის სტანდარტული ჩარჩოები და სივრცე. ის, ყოველთვის გამოირჩევა ნახატების დიდი, მასშტაბური ფორმატებითა და გამბედავი იდეებით. ამჯერადაც, უდიდესი შრომის, ენერგიისა და უძილო ღამეების ფასად, მან  შეუძლებელი შეძლო და დღესასწაულისთვის დამთვალიერებელს კიდევ ერთი საოცარი ნამუშევარი აჩუქა. ასეთი მასშტაბური , შრომატევადი და ორიგინალური პროექტი  დიდ ოსტატობას ენერგიასა და უსაზღვრო ფანტაზიას მოითხოვს. კონსტრუქციაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სტილისა და შინარსიის ჩარჩოებიანი ნახატები, ილუსტრაციები,ფერადი ორნამენტები და დეკორატიული ელემენტები. ინსტალაციის ყოველი კუთხე, კარკასი და საფეხურებიც კი შემოქმედებითად არის შეღებილი და გაფორმებული.
გილოცავთ დათო და უამრავ შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ!
                                                                                           ესმა ბერიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 45
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა