ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ისინი, ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლევან ფირცხალაიშვილი – ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი

დღეს, 09:47

  ამჯერად ჩვენი გაზეთის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელზე _ ლევან ფირცხალაიშვილზე გვინდა მოგითხროთ.
ლევანი უკვე რამდენიმე წელია ჩვენს გუნდშია და ამ ხნის განმავლობაში ყველასათვის საყვარელ და დაფასებულ ადამიანად იქცა. მისი დანახვა ყველას უხარია. გარეგნულად სიმპათიური, მომხიბვლელი, ყოველთვის მოწესრიგებული, აკურატული და სუფთა, შინაგანად კი ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული ახალგაზრდა კაცია.ლევანის მიერ მიტანილი გაზეთი თითოეული ოჯახისთვის მხოლოდ მორიგი ნომერი არ არის. მასთან ერთად ოჯახებში შედის სასიამოვნო განწყობა, რადგან მკითხველებს არა მარტო გაზეთის მიღება, არამედ ლევანის დანახვაც ახარებთ. ეს უკვე ბევრს ნიშნავს – ეს არის ადამიანური ურთიერთობის, ნდობისა და სიყვარულის შედეგი.  ლევანი გამოირჩევა პუნქტუალურობით, საქმისადმი ერთგულებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. მისთვის გაზეთის დროულად მიტანა მხოლოდ მოვალეობა არ არის, ეს მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თითქმის ყოველ საღამოს მოდის სტამბაში, რათა მომდევნო დღის გაზეთები  დაალაგოს და დარიგებისთვის მოამზადოს. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც მომდევნო დღის გაზეთის ნაწილი წინა ღამითვე მიუტანია მკითხველებთან. აი, რას ნიშნავს საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობა!
განსაკუთრებით სასიამოვნოა ისიც, რომ ლევანი მხოლოდ საკუთარ მოვალეობაზე არ ფიქრობს. იგი აქტიურად უდგას გვერდში კოლექტივს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება კოლეგებს და ცდილობს, მათი შრომა უფრო გააადვილოს. ეს თვისება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვერდით გვყავს არა მხოლოდ კარგი თანამშრომელი, არამედ კარგი ადამიანი.
  ლევანი ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ძალაა, იმედია და მომავლის რწმენა. გვიხარია, რომ ასეთ ახალგაზრდებს ვხედავთ ჩვენს გვერდით. ახალგაზრდებს, რომლებსაც შრომა არ ეზარებათ, საკუთარი საქმის ფასი იციან და უკეთესი მომავლის შექმნაზე ოცნებობენ.
გვინდა, ლევანს ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, პიროვნული ზრდა, წინსვლა და დიდი წარმატებები. ვუსურვოთ ისეთი საქართველო, რომელზეც თვითონ ოცნებობს და რომელზეც მისი თაობის არაერთი ახალგაზრდა ფიქრობს – თავისუფალი, ძლიერი, განვითარებული და ადამიანებისთვის იმედის მომცემი ქვეყანა.
  ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველგან და ყოველთვის, ჩვენო ლევან!
გვიყვარხარ, გაფასებთ, შენი იმედი გვაქვს და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო ჩვენს გვერდით, ჩვენს ოჯახში – გაზეთ „ჰო და არას“ კოლექტივში.
გვჯერა შენი და გვჯერა, რომ წინ ბევრი წარმატება გელოდება!
                                                                                გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქცია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 39
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
ისინი, ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლევან ფირცხალაიშვილი – ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი
ისინი, ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლევან ფირცხალაიშვილი – ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი
დღეს, 09:47
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან  _ ლადო კუნჭულია — ადამიანი,  რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ ლადო კუნჭულია — ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების გარეშე არ შეუძლია
13-11-2026, 16:32
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჩახვაძე _ თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჩახვაძე _ თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი
11-11-2026, 12:50
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჯიბლაძე — თავმდაბლობის, პატიოსნებისა და ერთგულების მაგალითი
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან ნინო ჯიბლაძე — თავმდაბლობის, პატიოსნებისა და ერთგულების მაგალითი
9-11-2026, 15:20
ვრცლად
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ფუტკარაძე, კაცი, რომელსაც ჩიბათში ბევრი ოჯახი ელოდება
ისინი, ვინც ,,ჰო და არას“ ისტორიას ქმნიან _ დათო ფუტკარაძე, კაცი, რომელსაც ჩიბათში ბევრი ოჯახი ელოდება
5-11-2026, 13:38
რეკლამა