ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამსონ (ჯაჯუ) მათითაიშვილი: ,,ქვიანში არის ფესვები ჩემი, ჩემი ცხოვრების საზრდო-საწყისი!~

28-02-2026, 13:33

24 - თებერვალს თემურ ფირცხალაიშვილის  სახელობის  შემოქმედთა მუზეუმში  ჩატარდა  საღამო მიძღვნილი  სამსონ (ჯაჯუ) მათითაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი და მოხდა საავტორო ლექსთა კრებულის - ,,ბუხრისპირული~ წარდგინება. სამი დის ცელესტინა, ცისანა, ფატის უსაყვარლეს ძამიკოს ქალბატონმა ფატიმ საჩუქრად უსახსოვრა ეს  შესანიშნავი კრებული. ონლაინ ჩართვით ბრწყინვალე მიძღვნითი ლექსი უძღვნა  ქალბატონმა ცისანამ, რომლის შვილიშვილმა, ხმლით მოფარიკავე, გიორგი ურუშაძემ ევროპის ჩემპიონმა, ასახელა საქართველო და ლანჩხუთური ფესვების მქონეს დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მივულოცეთ ეს დიდი წარმატება.  ღონისძიების მსვლელობაში კიდევ ერთი ჩართვა განხორციელდა, ლამაზი დღე მიულოცა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქემ, მწერალმა  დავით ასკურავამ _ კრებულის ,,ბუხრისპირული~, მზის კაცი ჯაჯუ გახლავთ, ჭეშმარიტი ქართული გულიდან მზეს ასხივებს და ეს იმ დროს, როდესაც ქართველს და მის გულს რაღაც უჩვეულო გაუცხოვება და სიცივე დაეტყო. აქვე არ შეიძლება  არ აღინიშნოს მისი, სულის მხნეობა, აზრის სიმტკიცე კი  აკვნიდან აჰყვა, ნიჭიერ მგოსანს. მასში განსაკუთრებულია მოქალაქის პოზიციაც. შეუმჩნეველი, თუ როგორი გაბედულობით ებრძოდა იგი გრიგალებს და შთამბეჭდავი წარმატებითაც. მთელი მისი შემოქმედება  ხოტბაა ჩვენი მთისა და ბარის, განსაკუთრებით კი მშობლიური სოფლის, ქვიანის მიმართ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ნიგვზიანის ხელოვნების სკოლის მენეჯერი, ნიჭიერი შემოქმედი,  ქალბატონი შორენა ფილიაკოვა; ლოტბარი, პოეტი ნაირა ტუღუში, ქალბატონი ლილი დარჩია, დოდო თოფურია, ბატონები: ზაზა წულაძე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი. მწერალი მამუკა ჟორდანია, ტარიელ ჩიკაშუა, ვალერი მშვიდობაძე; ჩიბათის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი სულიკო გუჯაბიძე; ვალოდია წულაძის სახელობის  თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე, რომელმაც ა(ა)იპ შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას~ სახელით გადასცა იუბილარს  დიპლომი. სიუპრიზი იყო სენაკიდან  ჩამოსვლა შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას~ წევრის, ქალბატონ ნანული მელუას, ბრწყინვალე  მიძღვნითი ლექსით. ღონისძიების მსვლელობაში სასიამოვნოდ აჟღერდა ნიჭიერი პოეტის, ქალი - ბარდის, ინგა გოგუაძის ნამღერი.  მუზეუმის თითოეული თანამშრომლისათვის სასიხარულოა მუნიციპალიტეტის საამაყო ახალგაზრდა  თაობის მეგობრობა მუზეუმთან და აქტიურად ჩართულობა ღონისძიებებში. ასგზის მადლობა მათ, წარმატებები! საღამოს მონაწილეები ღონისძიების დაწყებამდე გულისყურით გაეცნენ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლის, შემოქმედებითი საზოგადოება 
,,სამებას~ წევრის საბა კუკულაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელმაც იუბილარს  საჩუქრად  გადასცა პორტრეტი, თანაც სიტყვაში თქვა: ,,პორტრეტზე არ ვმუშაობ, მაგრამ წინა ღონისძიებაზე რომ გადაწყდა ეს საღამო, მალულად გადავუღე ფოტო და შევეცადე მისი  სულიერი განცდა გადმომეცა.~
ამაზე დიდი ჯილდო, წოდება არ არსებობს  პიროვნებისთვის. საღამოს თან გასდევდა ნიგვზიანის ხელოვნების  სკოლის მოსწავლეების: მარიამ, ქეთევან ტუღუშების; ბაჩო კუპატაძის ჰანგები დიდებული. უღალატო  მეგობარს, როგორც  კარგ მონადირეს, მიზეუმის თანამშრომლებმა საჩუქრად  გადასცეს სუვენირი,  დამბაჩა.
 ა(ა) იპ. შემოქმედებითი საზოგადოება  ,,სამებამ~  წევრებად მიიღო ვალერი მშვიდობაძე, ბაჩო კუპატაძე. ღონისძიება დასრულდა ტრადიციული ქართული სუფრით, რისთვისაც ასგზის მადლობა უსათნოეს, დიდებულ ქალბატონს,  ელენე ორგველიძეს, იუბილარის მეუღლეს. 
 კიდევ დიდხანს გეწიოთ უღელი მეუღლეობის ძვირფასებო!
 მადლობელი  ვარ უფლისა, რომ მომცა საშუალება ვიყო თქვენი თანამედროვე!
       დარეჯან ბიწაძე - თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა
 მუზეუმის მენეჯერი,  ქართული კულტურს ამაგდარი
       ა (ა) იპ შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას~ თავჯდომარე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 325
FACEBOOK კომენტარები