რაც უნდა ტაროსი იყოს:
მზე, წვიმა, თუ ფიფქები,
შევეგებოთ ახალ წელს,
სამშობლოზე ფიქრებით!
შევეგებოთ ღიმილით
და ახალი იმედით,
ერთმანეთის გატანით,
ლოცვა, ლიტანიებით!
ღვინით სავსე თასითა
და ხმიანი ,,ლილეთი“
გავაკვირვოთ მსოფლიო
პოლიტიკურ ,,ილეთით“,
გვქონდეს ნდობის მანდატი,
ყველგან შესვლის ბილეთი,
მოგვეაროს დუნია,
ვიყვეთ სავსე სიკეთით!
შევეგებოთ ახალ წელს
სიყვარულზე ფიქრებით
მზეა, წვიმს, ქარია, თუ
მოდის თოვლის ფიფქები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი,
გზა გვქონდეს ლამაზი, ულევი,
გავუთბოთ ერთმანეთს ხელები,
გავუთბოთ ერთმანეთს გულები!
ყველანი მიყვარხართ, იცოდეთ,
ვფიცავარ თქვენს ძმობას თქვენს დობას,
შევრიგდეთ! მტრის ჯინზე, შევრიგდეთ!
ღმერთს ვთხოვოთ მეოხი, შენდობა!
თქვენი ჯაჯუ,
სამსონ მათითაიშვილი, ქვიანი
სამსონ მათითაიშვილი, ქვიანი



