ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩოჩხათში, დედისეული სახლის ბუხართან დაწერილი ძარღვიანი ქართული სიტყვით ამოთქმული სტრიქონები

გუშინ, 18:43

   თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი პოეზიისა და პროზის ტრფიალი, პოეტისა თუ მწერლის დიდი დამფასებელია. ლანჩხუთელებისთვის უცხო არ არის პოეზიის საღამოები, ავტორებთან შეხვედრები, წიგნის წარდგინებები, რომელიც მუზეუმში იმართება. ასე იყო იანვრის ბოლოს, პოეზიის მოყვარულები მხილველნი გახდნენ ლანჩხუთური ფესვების მქონე ქალი - ბარდის, სონა ქართველის (ინგა გოგუაძე) ლექსების მეორე კრებულის წარდგინება. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე მიიქცია ყურადღება მკითხველში, როგორც ნიჭიერმა და საკუთარი ხმის მქონე შემოქმედმა. ძარღვიანი ქართული სიტყვით, ახალ კრებულში შეტანილია ბოლო წლებში შექმნილი ახალი ლექსები და დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას აძლევს თვალი გაადევნოს როგორც პოეტის ზრდას წიგნიდან წიგნამდე. ამიტომაც მრავალი პიროვნება მოვიდა ქალბატონ სონას ლექსებზე შეყვარებული და მისი სიახლეებით დაინტერესებული. იყო მოკრძალებული მადლობა პოეტისა, ლექსი მისი ბაგითაგან თქმული, მისეული ლამაზი ხმის ტემბრით. მშობლიური მიწის სიყვარულით გაჯერებული სტრიქონებით იგი მთელ ერთიან საქართველოს ეფერება. ვკითხულობ პოეტის ლექსებს, ერთიმეორეზე უკეთესს, ვრწმუნდები, რომ სონას ლექსები იწერება ხალასი, წრფელი გულით. დამაფიქრებელია მისი ლექსების თემატიკა, ჟანრობრივი მრავალფეროვნება, წერის მანერა და სტილი, მხატრული სახის მოშველიებით, რითმისა და რიტმის მუსიკალური ჟღერადობით სტრიქონებს ძერწავს, ისე, რომ სიმღერის განწყობაზე გვაყენებს; იგი საოცარი სისადავით და გულწრფელობით გვეუბნება სათქმელს და შეგვახსენებს, რომ ის უპირველესად ქალია.   დამსწრე საზოგადოების მხრიდან იყო მილოცვები, ყვავილები. უმშვენიერეს პოეტს მიძღვნითი ლექსი უსახსოვრა სულიკო გუჯაბიძემ, ჩიბათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი, ნანული მელუა, ა (ა) იპ შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება’’-ს წევრი. სიტყვით გამოვიდნენ: მაია ჩხაიძე, ლილი დარჩია, დოდო თოფურია, სამსონ (ჯაჯუ) მათითაიშვილი, მამუკა ჟორდანია, ტარიელ ჩიკაშუა, ზაზა დობორჯგინიძე. ა (ა) იპ შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება’’- მ ქალბატონი  სონა  დაჯილდოვდა დიპლომით, აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად  შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამება’’-ს  წევრად მიიღეს ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კუკულაძე. პოეტმა თითოეილ სტუმარს, საჩურად გადასცა კრებული ავტოგრაფით. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა შეხვერაში, ვინც გამოხატა სიყვრული ქართული, საუკუნოვანი, პოეზიის მიმართ, ქალბატონ სონა ქართველის მიმართ.
                                დარეჯან ბიწაძე - ქართული კულტურის ამაგდარი

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 53
FACEBOOK კომენტარები