ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიბერეში შვილებთან ერთად ცხოვრება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ სამუდამოდ დაკარგავ️

17-03-2026, 13:54

სიბერეში შვილებთან ერთად ცხოვრება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ სამუდამოდ დაკარგავ️
კონფუცის გაფრთხილება :
ამ ამბავს ორი ათას ხუთას წელზე მეტი ისტორია აქვს,მაგრამ ის ისე ჟღერს, თითქოს დღეს იყოს დაწერილი ჩვენზე, ჩვენს მშობლებზე და ჩვენს შვილებზე.
ეს არის იგავი მოხუცზე, სახელად ლი ვეი, რომელიც დიდ ბრძენთან კონფუცისთან მივიდა პასუხის საძებნელად იმ კითხვაზე, რომელიც ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს დღემდე:❓️რატომ ხდება ისე, რომ მთელი ცხოვრება შვილებს ვუძღვნით, მაგრამ სიბერეში მაინც მარტო ვრჩებით... ლი ვეი ცუდი მამა არ ყოფილა. პირიქით მან შვილებს თავისი ცხოვრების თითქმის ყოველი წუთი მიუძღვნა.შრომობდა დაუღალავად, რათა მათ ყველაფერი ჰქონოდათ.საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს ხშირად უარს ეუბნებოდა, ოღონდ შვილებს არაფერი დაკლებოდათ.
როდესაც შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს, ლი ვეიმ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო თავისი შრომის ნაყოფი ეგემა.მან გაყიდა ძველი სახლი და შვილთან გადავიდა საცხოვრებლად.ფიქრობდა:ვიქნები შვილიშვილებთან ახლოს, ოჯახურ წრეში კიდევ რა შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს სიბერეში ბედნიერებისთვის?
მაგრამ ბედნიერება არ მოვიდა.
სახლი სავსე იყო ხალხით, თუმცა ლი ვეის გული არასდროს ყოფილა ასეთი ცარიელი.
დღისით ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული, საღამოს კი დაღლილები სიჩუმეს ეძებდნენ.მას ნახევარი ყურით უსმენდნენ.მისი რჩევები ხშირად აღიზიანებდათ.მისი ყოფნა კი თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა.რაც უფრო ცდილობდა ახლოს ყოფილიყო , მით უფრო შორდებოდნენ.
პასუხის ძიებაში ლი ვეი კონფუცისთან წავიდა.ბრძენმა მოუსმინა მის გულწრფელ აღიარებას.მოხუცმა უთხრა:
„მასწავლებელო, მთელი ცხოვრება შვილებზე ვზრუნავდი.ახლა, როცა დავბერდი, ვფიქრობდი, რომ მათთან ერთად ცხოვრება სიყვარულსა და სიმშვიდეს მომიტანდა,მაგრამ ამის ნაცვლად თავს უხილავად ვგრძნობ…
რისთვის ვჭირდები მათ ასეთი?“
კონფუციუსმა არ სცადა მისი ნუგეშისცემა ტკბილი სიტყვებით.
მან უბრალოდ სამი მარტივი მაგალითი აჩვენა.
პირველი გაკვეთილი : წყლით სავსე ვაზა,
ბრძენმა აიღო ვაზა და წყლით ბოლომდე გაავსო.
— „რა მოხდება, თუ კიდევ წყალს დავამატებ?“ - იკითხა მან.
— „წყალი გადმოიღვრება,“ - უპასუხა ლი ვეიმ.
კონფუცმა თქვა:
„ასეა ადამიანურ ურთიერთობებშიც.
როცა ვცდილობთ შევაღწიოთ იქ, სადაც ჩვენთვის უკვე აღარ არის ადგილი, ბალანსი ირღვევა.შენ ააშენე სახლი შენი შვილებისთვის, ახლა კი გინდა, რომ იქ შენ იყო ცენტრი,მაგრამ მათი სახლის ცენტრი ისინი თავად არიან , მათი შვილები და მათი ცხოვრება.შენ ცდილობ შეერწყა ჭურჭელს, რომელიც უკვე სავსეა.“
მეორე გაკვეთილი - ორი ხე
კონფუცმა მიუთითა ორ ხეზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იზრდებოდნენ.
მათი ტოტები ერთმანეთში იხლართებოდა და მზის სხივებისთვის იბრძოდნენ.
— „რა ხდება, როცა ორი ხე ძალიან ახლოს იზრდება?“
— „ტოტები ერთმანეთს ეხვევა და ერთმანეთს ხელს უშლის,“ - თქვა ლი ვეიმ.
— „აძლიერებს ეს მათ?“
— „არა. ისინი სუსტდებიან და დამახინჯებულები ხდებიან.“
კონფუცმა უპასუხა:
„ასეა ადამიანთა ცხოვრებაშიც.
ხშირად გვგონია, რომ სიახლოვე ნიშნავს სრულ ერთობას.
მაგრამ ზედმეტად მჭიდრო სიახლოვე წარმოშობს დაძაბულობას.ზრდისთვის სივრცეა საჭირო.“
მესამე გაკვეთილი : მუჭა ქვიშა!
კონფუცმა მუჭა ქვიშა აიღო და ძლიერად მოუჭირა.
— „რა მოხდება, თუ ქვიშას ძლიერად მოვუჭერთ?“
— „ის თითებს შორის გაიპარება.“
ბრძენმა თქვა:
„ასეა ადამიანურ კავშირებშიც.
სიყვარული და პატივისცემა ვერ იზრდება ზეწოლის ქვეშ,რაც უფრო ძლიერად ითხოვ სიახლოვეს , მით სწრაფად ქრება ის.
მიეცი თავისუფლება და ის, რაც მართლა შენია, შენთან დარჩება.“
მთავარი აღმოჩენა ❗️
კონფუცმა ჰკითხა:
„როცა ხეს რგავ, იმ იმედით რგავ, რომ სიბერეში მის ჩრდილში დაისვენებ?“
ლი ვეიმ უპასუხა:
„არა, მას იმიტომ ვრგავ, რომ ხემ თავისუფლად უნდა გაიზარდოს.
მისი ჩრდილი მხოლოდ საჩუქარია, არა მოვალეობა.“
ბრძენმა თქვა:
„მაშ რატომ ელოდი, რომ შვილები სხვანაირები იქნებოდნენ?
შენ ისინი შენთვის კი არ გაზარდე , სამყაროსთვის გაზარდე.
ახლა კი სამყაროს მათზე უფრო დიდი უფლება აქვს, ვიდრე შენ.“
ლი ვეი პირველად დაფიქრდა საკუთარ შეცდომაზე.
⚠️სიბერის სიბრძნე ❗️
კონფუცმა მოხუცს მუჭა თესლი მისცა.
„შენ შეგიძლია დათესო.
შეგიძლია ასწავლო.
შეგიძლია ისწავლო.
სიბერე ლოდინის დრო არ არის , ეს ახალი აღმოჩენების დროა.
შეწყვიტე შვილებისგან სიყვარულის მოლოდინი და დაიწყე იმის თესვა, რაც თავად გიყვარს.“
ახალი ცხოვრება ❗️
ლი ვეი თავის ქალაქში დაბრუნდა.
მაგრამ არა შვილთან.მან პატარა სახლი იქირავა სკოლის გვერდით და ახალგაზრდა მოსწავლეების დახმარება დაუწყო.უზიარებდა ცოდნას, ასწავლიდა იმას, რაც თავად იცოდა.მათთან ერთად ხეებს რგავდა, ისტორიებს უყვებოდა და უბრალოდ მათ გვერდით იყო.მალე მას ოსტატ ლი-ს ეძახდნენ.რაც უფრო ნაკლებად ახვევდა თავს სხვებს , მით უფრო მეტად აფასებდნენ.რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას ითხოვდა , მით უფრო მეტად აქცევდნენ ყურადღებას.
⚠️სიყვარული ბრუნდება❗️
ერთ დღეს შვილს წერილი გამოუგზავნია:
„მამა, დიდი ხანია არ მინახიხარ.
მენატრები.შვილიშვილებიც გკითხულობენ.
მოდი სტუმრად , არა სამუდამოდ, უბრალოდ გვესტუმრე.“
როცა ლი ვეი მივიდა, თბილად შეხვდნენ.
პირველად მრავალი წლის შემდეგ თავი სასურველ სტუმრად იგრძნო და არა ტვირთად.
მან გაიგო:
როცა შეწყვიტა სიყვარულის მოთხოვნა , სიყვარული თავად დაბრუნდა.
⚠️რას გვასწავლის ეს იგავი❗️
„სიბერეში შვილებთან ცხოვრება ყველაზე დიდი შეცდომაა“ , ეს მარტოობისკენ მოწოდება არ არის.ეს არის შეხსენება, რომ ნამდვილი სიახლოვე თავისუფლებიდან იბადება და არა ვალდებულებიდან.
როცა შვილებს ვაიძულებთ ჩვენთან ყოფნას - მათ ვახრჩობთ.
როცა ვითხოვთ ყურადღებას - უხილავები ვხდებით.
როცა ვუშვებთ - ისინი თავად გვირჩევენ.
⚠️როგორც კონფუცი ამბობდა:
„სიყვარულსა და პატივისცემას ვერ მოითხოვ. მათი მხოლოდ მოყვანა და გაზრდა შეგიძლია.“
დასკვნა❗️
ასაკი მხოლოდ წლების რაოდენობით არ იზომება.ის იზომება გაშვების უნარით და საკუთარი ცხოვრების აზრით შევსების შესაძლებლობით ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა შვილებს არ გადავაბაროთ.
იყავით როგორც ოსტატი ლი:
დარგეთ ხეები, ასწავლეთ ახალგაზრდებს,გაუზიარეთ გამოცდილება, იპოვეთ საკუთარი გზა და მაშინ სიყვარული აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

ტექსტი მოამზადა თ.იოსელიანმა 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 103
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა