5 ოქტომბერს, ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში გაიმართა აწ გარდაცვლილი პოეტის, პაატა მახარაძის შემოქმედებითი საღამო, „მე რომ მოვკვდები, ნუ დამიტირებთ – არა ვარ ღირსი, მინდორს მიმაგდეთ, ლეშს ფრინველი ჭამს – ხვედრია მისი, სულზე ილოცეთ, ცოდვა ბევრი მაქვს – ჩემი თუ სხვისი, მოინანიეთ, არ დაიზაროთ – ხსნის გზაა ვიცი“ – ეს გახლავთ პაატა მახარაძის ანდერძი, რომელმაც სიცოცხლე ავტოავარიის შედეგად დაასრულა.
შემოქმედთა მუზეუმს, აწ გარდაცვლილი პოეტის პაატა მახარაძის და, ბელა ბერმეკერ-მახარაძე დედათან ერთად სტუმრობდა, ქალბატონი ბელა გახლავთ გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე.
აქვე აღინიშნა ისიც, რომ გამოცხადდა აწ გარდაცვლილი გურული ავტორის, პაატა მახარაძის ,,ბართოლომეო” სახელობის ლიტერატურული კონკურსი, სახელწოდებით _ ,,მე ვიმღერებ, შენ აშენე“ (ფრაზა აღებულია პაატა მახარაძის ლექსიდან) და ეს ფრაზა ინდივიდუალური ინტერპრეტაციით უნდა იქნეს გამოყენებული მოსწავლეების მიერ დაწერილ ესსეში თუ ლექსში.
საღამო მუზეუმის დირექტორმა და ლიტერატურული გართიანება ,,სამების" ხელმძღვანელმა, დარეჯან ბიწაძემ გახსნა, სტუმართა შორის იყო პოეტი და მსახიობი სოფიო ღლონტი, ასევე ესწრებოდნენ ლიტერატურული გაერთიანება ,,სამების“ წევრები, მუზეუმის თანამშრომლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გამგეობისა და სკრებულოს პირველი პირები, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დირექტორი მაია ჩავლეიშვილი და სხვები.
ტრადიცია არც ახლა დარღვეულა და შემოქმედებითი გაერთიანების ახალ წევრად მიღებული იქნა ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი პავლე ნიკოლაიშვილი სოფელ ჭანჭათიდან, რომელიც შესანიშნავ ლექსებს წერს. ამჯერად ამ უკანასკნელმა წაიკითხა აწ გარდაცლილი პოეტის პაატა მახარაძის ლექსი.
სტუმარმა ბელა მახარაძე-ბერმეკერმა მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს და შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელს ლამაზი სალონური საღამოსათვის.
,,მე ვამბობ რომ პაატა არ მომკვდარა, მე ვარ ახლა ორი ადამიანი ერთად მე და ჩემი ძმა, მისი შემოქმედება ჩემი ნაწილია. ხშირად მეკითხებიან, რატომ მალავდით მას, ჩემი ძმა არასოდეს დამიმალავს, არ იყო ეს ასე, პაატას არ შეეძლო ხმამაღლა ესაუბრა, პაატა გახლდათ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ამაში არაფერი არ იყო ცუდი, მაგრამ პოეტს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვების თქმა ევალება, არამედ ის ხინჯიც კი, რასაც ხედავს ცხოვრებაში, ის ყველაფერი უნდა გადმოსცეს თავის წიგნში, ამიტომ თავად მეუბნებოდა, რომ ჯერ არ მეთქმის არაფერი, მოვა დრო, როდესაც პენსიაში გავალო... ის გახლდათ პოლკოვნიკი და ამიტომაც ელოდებოდა ამ პერიოდს, ეს არის პასუხი იმისა, თუ რატომ იყო ჩუმად. მე შევპირდი მას როდესაც გარდაიცვალა აუცილებლად ავუხდენდი ოცნებას და ყველა ქართველის გულამდე მივიტანდი მის პოეზიას. მგონი ამის დრო მოვიდა და ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრო რამ გავაკეთე დამეთანხმება ყველა ვინც ამას ხედავს. სულ ახლახან ჩემი მეგობრის, სოფიო ღლონტის ინიციატივით გამოცხადდა, პაატას სახელობის ლიტერატურული კონკურსი გურიის მასშტაბით, მინდა ეს კონკურსი რეგიონიდან რეგიონში გადავიდეს და მთლიანად საქართველო მოიცვას და სწორედ მაშინ ახდება პაატას ოცნებას და ჩემი ოცნებაც’’_ თქვა მან და მუზეუმს საჩუქრად გადასცა პოეტის ორი წიგნი. საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსაბლმა ,,ცისიერმა".
პაატა მახარაძის ,,ბართლომეო” შემოქმედებითი საღამო ლანჩხუთში
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 798