სოფელი ორაგვე ყველაზე პატარა სოფელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც გამოირჩევა სიმწვანით, რელიეფით, თუნდაც წარსულით, სოფელ ორაგვეში სააგარაკო ადგილი ჰქონდათ თავად გურიელებს, ჩვენი უნიჭიერესი, მაგრამ ტრაგიკული ბედის მწერალი ეგნატე ინგოროყვა-ნინოშვილი იქ მოღვაწეობდა.
ორაგვეში არსებობდა სასულიერო ცხოვრების ტრადიციები. მისასალმებელია გაგრძელდა სარწმუნოებრივი ხაზი. სოფელ ორაგვეში მოქმედებს წმინდა თეკლას დედათა მონასტერი. ორაგვის ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება, სოფელში ეკოლოგიურად სუფთა უამრავი საპიკნიკე და გასართობი სივრცეა, ორაგვის მშვენებაა ეშკანის წყალუხვი ჩანჩქერი და ორი გამოქვაბული. სოფელს ბუნებრივი სიმდიდრეების სწორად გამოყენების შემთხვევაში კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ბოლო წლებში სოფელში აშენდა ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიური ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რასაც მხარი დაუჭირა საკრებულომ და დეპუტატებმა. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე სამუშაო ჯგუფის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი იქნა საპროექტო იდეა ,,ლანჩხუთის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიზნით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4,3კმ გზის მოასფალტება. შეიქმნა ახალი ტურისტული მარშრუტები თავისი ინფრასტრუქტურებით. რამდენიმე წლის წინ სოფელ ორაგვეში გაკეთდა თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხიდი, რომლის ღირებულება 400 ათას ლარზე მეტია. ყოველი წლის 7 ოქტომბერს სოფელში აღინიშნება ,,თეკლაობის“ დღესასწაული წმინდა თეკლას სახელობის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვასთან ერთად იხსენებენ ტრაგიკულად დაღუპული ნიჭიერ ახალგაზრდის, თეა ურუშაძის სახელს, რომლის უდროოდ გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მიაყენა ოჯახსა და სოფელს.
ვუსურვებ სოფელ ორაგვეს წარმატებებს და იქ მაცხოვრებლებს ვულოცავ ,,თეკლაობას“.
ყველაზე პატარა, მაგრამ გამორჩეული სოფელი ორაგვე

გოჩა ცინცაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 879