ორაგვე ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, სიდიდთ კი ყველაზე პატარა. ის გამოირჩევა თავისი სიმწვანით, რელიეფით, თუნდაც წარსულით.
სოფელ ორაგვეში სააგარაკო ადგილი ჰქონდათ თავად გურიელებს, რომელთანაც სტუმრად მრავალი საზოგადო მოღვაწე და მწერალი სტუმრობდა, ჩვენი ნიჭიერი მწერალიც ტრაგიკული ბედის მქონე პიროვნება ეგნატე ნინოშვილი სწორედ ორაგვეში მოღვაწეობდა. მას ძალიან მოსწონდა და ხიბლავდა სოფელ ორაგვის ბუნება და ადგილმდებარეობა. ორაგვეში არსებობდა სასულიერო ცხოვრების ტრადიციები. დიდი ხნის წინ აქ მონასტერიც მოქმედებდა, სადაც უამრავი მრევლი ამოდიოდა, გარკვეული პერიოდი სოფელში სასულიერო ცხოვრება შეჩერდა. ამჟამად სოფელ ორაგვეში მოქმედებს თეკლას სასულიერო მონასტერი, რომელიც აგებულია სოფელ ორაგვეში ტრადიციულად დაღუპული ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტის თეა ურუშაძის ხსოვნის პატივსაცემად. სოფლის ისტორია 7 საუკუნიდან იწყება, ამ პატარა სოფელს ჰყავს 27 შინმოუსვლელი, რომლებმაც თავი შესწირეს დიდ სამამულო ომს.
ორაგვის მშვენებაა ეშკანის წყალუხვი ჩანჩქერი და ორი გამოქვაბული.
სოფლის მცხოვრებნი, რომლებიც კანტი-კუნტად შემორჩნენ იხსენებენ ორაგვის ისტორიას და სოფლის წარმატებულ მაშინდელ კოლმეურნეობას, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე, წარმატებულ კოლმეურნეობად ითვლებოდა.
სოფელი ამჟამად ეტაპობრივად იბრუნებს ძველებურ სახეს და მიდის პროგრესის გზით.
რამოდენიმე წლის წინ მოხდა სოფელ ორაგვის გაზიფიცირება, დამონტაჟდა გარე განათება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, შერემონტდა და კაპიტალურად შემოიღობა ორაგვის ყოფილი კოლმეურნეობის შენობა.
სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან, ორაგვეში აიგო თანამედროვე კონსტრუქციის კაპიტალური ხიდი, რომლის ღირებულება 400 ათას ლარზე მეტია. ზემოთ აღნიოშნული ხიდის მოწესრიგება გარკვეული წლები პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
მისასალმებელია რომ საქართველოში ხორციელდება ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომლის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში რეგიონული უთანაბრობების შემცირების კუთხით. საპილოტე რეგიონებად შეირჩა იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. სწორედ ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის მიერ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა საპროექტო იდეა ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ტერიტორიული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიზნით“ რომლის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძე, მისი მოადგილე და ამავდროულად ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩახვაძე. ვფიქრობ რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მხარდაჭერით და ძალისხმევით სოფელ ორაგვეში ბევრი პრობლემური საკითხი გადაწყდება.
ვუსურვებ სოფელ ორაგვეს წარმატებებს და ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.
რითია გამორჩეული ორაგვე სხვა სოფლებისგან

გოჩა ცინცაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 060