ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩემი მთავარი მიზანი, სოფლის განვითარებისთვის ზრუნვაა

10-09-2021, 13:25

მე ერთი უბრალო, რიგითი ადამიანი ვარ, ჩემეული, გამო­რჩეული, ინდივიდუალური ხას­ი­ა­თითა და თვისებებით.
სოფელ ნინოშვილში დავი­ბადე და გავიზარდე, შესაბა­მისად ლანჩხუთსა და ნინო­შ­ვილთან განსაკუთრებულად თბილი და ტკბილი დამოკიდებულება მაკავშირებს. ბავშვო­ბიდანვე მსურდა ნინოშვი­ლის­თვის უამრავი კეთილი საქმე გამეკეთებინა.



ჩემს მშობლებს, გრიგოლ ჩხარტიშვილს და ნინა ანთაძეს, დიდი წვლილი მიუძღვით სოფლის აღმშენე­ბლობაში (სამწუხაროდ, დღეს აღარ არიან) სწორედ მათ შემ­ასწავლეს და შემაყვარეს თავი­სუფლებისთვის ბრძოლა. მივ­იღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნ­ებში, „რეფერენდუმში“, ჩემს გუნდთან, „ევროპული საქართვ­ელო -მოძრაობა თავი­სუფლ­ებისთვის“, ერთად, რომლის თავმჯდომარე ბატონი რამაზ გვარჯალაძეა.
ჩემი მთავარი მიზანი, სოფ­ლის განვითარებისთვის ზრუნვაა, ჩემი სურვილია სოფელს ჰქონდეს ლამაზი ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი სკო­ლა, ბაღი, სპორტული დარბაზი, აფთიაქი, დასასვენებელი სკვ­ერი, ასევე სოფელს დიდი პოტ­ენციალი და რესურსები აქვს საიმისოდ, რომ ტურისტულ ზონად იქცეს, ამ საკითხების მოსაგვარებლად თითოეულმა ნინოშვილელმა-ნიგვზიანელმა უნდა გამომიცხადოს ნდობა მოახლოებულ რეფერენდუმში.
შემოხაზეთ საარჩევნო ბიულ­ეტენში N2. მაქვს თქვენი მხარ­დაჭერის იმედი, თქვენი არჩე­ვანი ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებს პრობლემებს შეუმს­უბუქებს, ევროპული მომავლის და უსაფრთხოების გარანტი იქნება.

ელეონორა გოგიჩაიშვილი (ჩხარტიშვილი)
R

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 107
FACEBOOK კომენტარები