ადგილობრივი არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია რომელი პარტია როგორი გუნდით იასპარეზებს? სიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით უამრავი იწილო-ბიწილოც მოვისმინეთ, შესაბამისად გავრცელდა არასწორი ინფორმაციებიც, ბოლოს და ბოლოს იმსჯელეს, გადადწყვიტეს და დაადგინეს:
,,ქართული ოცნების“ ათეული: 1. კარლო წილოსანი; 2. გიორგი იმნაიშვილი; 3. ვერიკო კვირკველია; 4. გიორგი ხელაძე; 5.ვლადიმერ ნანაძე; 6. ლოლიტა ურუშაძე; 7. ნინო მშვიდობაძე; 8. გოგი მორჩილაძე; 9. დარეჯან ბურჭულაძე; 10. სპარტაკ კვაჭაძე;
ნაც.მოძრაობა: 1. კახა ასკურავა; 2. გიორგი გოგუაძე; 3. ირმა მგელაძე; 4. გივი ცინცაძე; 5. კახა გუჯაბიძე; 6. ლია ასკურავა; 7. დინარა ცხომარია; 8. ოთარ პატიეშვილი; 9. ნუკრი შენგელია; 10. მიხეილ მოდებაძე;
,,ევროპული საქართველო“
:1. რამაზ გვარჯალაძე; 2. ამირან გიგინეიშვილი; 3. ბესარიონ დოლიძე; 4. თეა ორაგველიძე; 5.ელეონორა გოგიჩაიშვილი; 6. კახაბერ პატარაია; 7. რევაზ კუკულაძე; 8.აკაკი სივსივაძე; 9. ხატია კესარელი; 10.ენვერ ვაშაყმაძე;
,,გირჩი მეტი თავისუფლება“: 1. ეკა გავაშელაშვილი; 2. ვახტანგ ზენაიშვილი; 3. ან¬ზორ შავაძე; 4. გუგული ვასა¬ძე; 5. ელგუჯა ქარქუსაშვილი; 6. პაპუნა ქაქუთია; 7. ნაზიკო ქამადაძე; 8. კახა ნებიერიძე; 9. ზურაბ მიქაია; 10. ზურაბ ქარჩავა;
,,ლელო“: 1. გოჩა ჯანაშია; 2. ნუ¬გზარ (ნესტორ) ღლ¬ონტი; 3.ნინო დარჩიაშვილი-ებ¬რალიძე; 4. ბიძინა კუ¬პრაძე; 5. დავით ზოიძე; 6. რუსუდან დოლიძე; 7. ამირან გიგინეიშვილი; 8. დავით წულაძე; 9. ხათუნა ტუღუში; 10. დავით კუპრაძე;
პარტია ,,საქართველოსათვის“: 1. ჯუმბერ ბლაგიძე; 2. მაკა მშვი¬დო¬ბაძე; 3. გიორგი ანდღულაძე; 4. იური იმნაიშვილი; 5. გენო შა¬რა¬ბიძე; 6. ელენე ტუღუში; 7. გივი იმნაიშვილი; 8. გიორგი ჩხა¬იძე; 9. ეკა ანდღულაძე;
61.01 _ ქალაქის ადგილობრივი მაჟო¬რიტარული ოლქი: კახა კვიტაიშვილი ,,ქართული ოცნება"; კახა გუჯაბიძე - ნაციონალური მოძრაობა; რამაზ გვარჯალაძე, ,,ევროპული სააქართველო"; გიგი ანდღულაძე, პარტია ,,საქართველოსათვის"; 61.02 _ აცანა, მამათი, აკე¬თის მაჟორიტარული ოლქი _ ემზარ თევდორაძე, ,,ქართული ოცნება“; ოთარ პატიეშვილი ,,ნაციონალური მოძრაობა"; ენვერ ვაშაყმაძე, ,,ევროპული საქართველო“; გიო¬რგი ჩხაიძე, პარტია ,,საქართველოსათვის";
61.03 _ ნიგოითის, შუხუთის მაჟორიტარული ოლქი, ზაზა წულაძე, ,,ქართული ოცნება"; ლია ასკურავა ,,ნაციონალური მოძრაობა"; თეა ორაგველიძე ,, ევროპული საქართველო"; მაკა მშვიდო¬ბაძე ,,საქართველოსათვის";
61.04_ გვიმბალაურის, ჩიბათის მაჩხვარეთისა და ორაგვის მაჟორიტარული ოლქი - გიორგი ჩახვაძე; ,,ქართული ოცნება“ გელა რიონიძე ,,ნაციონალური მოძრაობა" რევაზ კუკულაძე, ,,ევროპული საქართველო"; გენო შარაბიძე ,,საქართველოსათვის".
61.05 _ ლესის, ჯურუყვეთის მაჟორიტარული ოლქი - ელისო ჭიჭინაძე; ,,ქართული ოცნება"; გია მოქია ,,ნაციონალური მოძრაობა"; კახა პატარაია ,,ევროპული საქართველო"; დათო დობორჯგინიძე, ,,საქართველოსათვის";
6. 61.06_ ჩოჩხათის მაჟორიტარული ოლქი: რევაზ კვერენჩხილაძე ,,ქართული ოცნება"; ნონა მურვანიძე ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო"; ელიკო ტუღუში ,,საქართველოსათვის";
7.61.07_ ნიგვზიანის, ნინოშვილის მაჟორიტარული ოლქი: ბესიკ ტაბიძე,,ქართული ოცნება"; მიხეილ მოდებაძე ,,ნაციონალური მოძრაობა"; ( ელიკო) გოგიჩაიშვილი-ჩხარტიშვილი ,,ევროპული საქართველო";
8. 61.08 _ სუფსის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი: ია მოქია ,,ქართული ოცნება"; დინარა ცხომარია ,,ნაციონალური მოძრაობა"; ჯუმბერ ბლაგიძე ,,საქართველოსათვის";
9.61.09 ღრ¬მა¬ღელის მაჟოიტარული ოლქი: კახა თედორაძე ,,ქართული ოცნება"; ნუკრი შენგე¬ლია ,,ნაციონალური მოძრაობა"; გიორგი სურმანიძე ,,საქართველოსათვის";
მოგეხსენებათ ლანჩხუთში 9 მაჟორიტარული ოლქი გვაქვს და ზოგიერთ სოფელს ხვდა წილად ის, რომ ადგილობრივ საკრებულოში ერთი დეპუტატი ჰყავდეს, რამაც შეიძლება ცოტა უფრო დაძაბოს სიტუაცია. ოპოზიციური პარტიები გახარიას პარტიის გარდა, შეთანხმებული არიან იმაზე, რომ მხარს,სოფელ ჩოჩხათში, მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან, ნონა მურვანიძეს დაუჭერენ. ასევე გახარიას პარტიის გარდა, ყველა პარტია თანხმდება იმაზე, რომ მხარს ლანჩხუთის მერობის კანდიდატ ლია მუხაშავრიას დაუჭერენ, რომელიც ლანჩხუთში საზოგადოებრივმა მოძრაობა ,,ტრიბუნამ“ წარადგინა. ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილია, ხოლო გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ელგუჯა კალანდარიშვილი გახლავთ. ოპოზიციური პარტიები იმაზეც თანხმდებიან, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, არამედ არის რეფერენდუმი, რომელიც განსაზღვრავს შეიცვლება თუ არა ხელიუფლება საქართველოში.
სანამ დადგება 2 ოქტომბერი და ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან, ჩვენ უკვე ვიცით, რომელი პარტიები ფიგურირებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ვინ არიან მათი წარმომადგენლები და ნელ-ნელა იკვეთება თუ რა რეიტინგები ექნებათ მათ კონკრეტულად ჩვენს ლანჩხუთში, მტკიცება არ სჭირდება იმასაც, რომ ამომრჩველი რამდენადაც სწორად შეაფესებს ამ პოლიტიკურ პროცესებს, იმდენად უკეთესი საკრებულო იქნება. რამდენადაც მივუახლოვდებით რეალობას იმდენად მართალი ვიქნებით.
წინ რთული და ემოციებით აღსავსე ადგილობრივი არჩევნები გველოდება, მოდის უჩვეულო შემოდგომა, პანდემიით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა და საარჩევნო ციებ-ცხელებით გადატვირთული. მთავარი ისაა, როგორი ექნება საზოგადოების პასუხისმგებლობა და სწორი მიდგომით ჩაერთვება თუ არა საარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ხანია დამკვიდრებულია პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, სტანდარტული ფრაზა _ მშრომელი,პატიოსანი და მოაზროვნე ადამიანი არავის არ სჭირდება. ქრონიკულად მეორდება _ როგორ მივუდგებით მას ისეთი არჩევნები გვექნება, მთავარი შემფასებელია საზოგადოება, მით უმეტეს, პატარა რაიონში, სადაც არავის არაფერი გამოეპარება.
ვინ ვის დაუპირისპირდება ლანჩხუთის საარჩევნო მარათონში?
მაია კუკულაძე
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 279



