,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა, ოთარ პატიეშვილმა მმართელი პარტია დატოვა და მთავარ ოპოზიციურ ძალას, ,,ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა..ენმ-ს ადგილობრივი ლიდერის, კახა ასკურავას განცხადებით, ოთარ პატიეშვილი, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, მამათი-აცანა-აკეთი საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ,,ნაციონალური მოძრაობიდან” იყრის.,,მოგეხსენებათ გუშინ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, კიდევ ოცი მერობის კანდიდატი დასახელდა, რომლებიც 2 ოქტომბრის რეფერენდუმში 5 ნომრით იბრძოლებენ. ამ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში იყო გურია, გარდა ლანჩხუთისა. რაიმე დაბნეულობა და გაუგებარობა რომ არ გამოიწვიოს ჩვენს ამომრჩეველებში, გვინდა განვმარტოთ, რომ ლანჩხუთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2 ოქტომბრის რეფერენდუმში მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ლია მუხაშავრიას. ენმ-ი არ იქნება გამონაკლისი, რომელიც ქალბატონ ლიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს, მის კანდიდატურას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, რაც გვაძლევს ერთობლივ შანსს, რომ ორ ოქტომბერს ყველამ ერთად დავამარცხოთ ,,ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი“ - ,,ძალა ერთობაშია"- ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა, მისივე განცხადებით ლანჩხუთში ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან რვაში საკუთარ კანდიდატურას წარადგენენ და ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იმ პერსონათა ვინაობას, ვინც ამ საარჩევნო მარათონში ჩაებმება.
ასკურავას თქმით პარტიული სიისა და მაჟორიტარების შესახებ სრული ინფორმაცია პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. კანდიდატების წარდგენას პარტია ლანჩხუთში უახლოეს დღეებში გეგმავს.
ასევე ცნობილია, რომ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ხუთი ნომრით კახა გუჯაბიძე იბრძოლებს, რომელიც 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთის მაჟორიტარულ ოლქში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დიდი ალბათობით, გელა რიონიძე იქნება. რიონიძე 2006-2010 წლებში იყო ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, მერე კი, გარკვეული პერიოდით, უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელობდა.
ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულია. პარტია აქ მხარს ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელს, ნონა მურვანიძეს დაუჭერს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
რაც შეეხება პარტიული სიის, პირველ სამეულს, ჩვენი ინფორმაციით ასე გამოიყურება-კახა ასკურავა, გია გოგუაძე და ირმა მგელაძე.
მაია კუკულაძე
რომელი სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატი ‘’იქნება ,,ქართული ოცნების“, ყოფილი წევრი ოთარ პატიეშვილი?!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 905