ადგილობრივ არჩევნებში მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ლანჩხუთის ექს. გამგებელი გია გოგუაძე იქნება, ამ საკითხზე რამდენიმე ადგილობრივი ოპოზიციური პარტია :,ევროპული საქართველი" ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ,,ლელო" ახლახან შეჯერდა, როგორც ცნობილი ხდება აღნიშნულ აზრს გაიზიარებს ნინო ბურჯანაძის პარტიაც.გია გოგუაძე საკმაოდ ოდიოზური ფიგურა გახლავთ, იგი იყო ლანჩხუთის გამგებელი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ასევე იყო რამდენიმე მოწვევის საკრებულოს წევრი, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრ თემურ ჩხაიძესთან დამარცხდა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მას ოფისი ლანჩხუთში ჯერ არ გაუხსნია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატი ან სიის პირველი ნომერი ელგუჯა კალანდარიშვილი იქნება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ კი, რეგულირების სააგენტოში წლების განმავლობაში იკავებდა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას. ასევე საუბარია იმაზე, რომ გახარიას პარტიას ლანჩხუთის ყოფილი პირველი პირის ზაზა ურუშაძის გუნდი შეუერთდა, გავრცელებული ინფორმაციით მერობის კანდიდატად გახარიას გუნდმა შესაძლებელია დასახელოს ზაზა ურუშაძის ძმა ბიძინა ურუშაძე, რომელის წლების მანძილზე ყაზახეთში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
მაია კუკულაძე
ვინ იქნებიან ოპოზიციის კანდიდატები ლანჩხუთში?!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 024