,,ევროპული საქართველოს“მაჟორიტარობის კანდიდატი, ლანჩხუთის ქალაქის უბანზე, ამავე პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რამაზ გვარჯალაძე იქნება. ეს ინფორმაცია თავად გვარჯალაძემ დაადასტურა. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ,,ევროპული საქართველო“, ლანჩხუთში მოქმედ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მხარს ცნობილ იურისტს და უფლებადამცველს, ლია მუხაშავრიას დაუჭერს, რომლის წარდგენა საზოგადოების წინაშე რამდენიმე დღეში მოხდება.,,ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს მერობის კანდიდატს, ადამიანის უფლებათა დამცველ ლია მუხაშავრიას და აღნიშნავს, რომ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს გაუჩნდათ შანსი ჰყავდეთ, რაიონის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და სასარგებლო პირველი პირი, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება პრაქტიკულად დანაშაული“ _ გვითხრა რამაზ გვარჯალაძემ. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ მისი პარტია ყველა ღონეს იყენებს, რომ მიაღწიოს შეთანხმებას ნაციონალურ მოძრაობასთან, ,,ლელოსთან”, ,,გირჩთან” და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მაქსიმალურად ცდილობს გამონახოს საერთო ენა, რათა მოხდეს შეთანხმებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარტიულ სიას, მისი თქმით, სიაში აბსოლუტურად დაცული იქნება გენდერული მიმართულება. სიის რიგითობაზე, მოქმედებს შიდა კონკურენცია. საკრებულოში შევლენ ადამიანები იმ რიგითობით, რომლებსაც ექნებათ ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები. მაჟორიტარობის კანდიდატი შუხუთი-ნიგოითის ზონაში ,,ევროპული საქართველოდან“ თეა ორაგველიძე იქნება. ამ პარტიას კანდიდატები ეყოლება აცანა-აკეთი-მამათის, მაჩხვარეთი-გვიმბალაური-ჩიბათისა და ღრმაღელე-წყალწმინდის უბნებზე, ხოლო ლესა ჯურუყვეთის ზონაში მხარდაჭერილი იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი.
მაია კუკულაძე
ვინ იქნებიან პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლანჩხუთში?!
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 017