როგორც მოგეხსენებათ, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ" ლანხჩხუთში 17–ივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საინტერესოა, რატომ წაართვეს რიგ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები, როდესაც ეს სცენარი მოსალოდნელი იყო. მაგალითად:გვიმბალაურის ოლქი _ცისანა ურუშაძე #41 –207 ხმა(33.55%), ბორის ხოფერია(დამოუკიდებელი)–187 ხმა(30.31%), ნიკოლოზ იმნაძე(დამოუკიდებელი)–143 ხმა(23.18%), ვახტანგ ზენაიშვილი(დამოუკიდებელი)– 72 ხმა ( 11.67%); ამ ოლქში ფაქტიურად ვახტანგ ზენაიშვილმა ორ დამოუკიდებელ კანდიდატს შეუშალა ხელი, ლოგიკურად მის ხმებს ხოფერია ან იმნაძე წაიღებდა და მათგან ერთ–ერთი შევიდოდა საკრებულოში.
მამათის მაჟორიტარული ოლქი: ოთარ პატიეშვილი #41 –292 ხმა (44.65%), მამუკა ნაცვალაძე(დამოუკიდებელი)– 195 ხმა(29.82%), ხვიჩა კილაძე(დამოუკიდებელი)– 160 ხმა(24.46%), თამაზ კილაძე #2 – 7 ხმა(1.07%); დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მამუკა ნაცვალაძემ და ხვიჩა კილაძემ ერთმანეთის ხმების წართმევით ლანგრით მიართვეს სადეპუტატო მანდატი ოთარ პატიეშვილს.
მაჩხვარეთის მაჟორიტარული ოლქი: გოდერძი ქურიძე #41 – 186 ხმა(41.52%), რობერტ წილოსანი(დამოუკიდებელი)– 173 ხმა(38.62%), ხვიჩა ურუშაძე(დამოუკიდებელი)– 89 ხმა(19.87%); მაჩხვარეთში რობერტ წილოსანის წაგება მთლიანად ხვიჩა ურუშაძის კისერზეა.
სუფსის მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ კუკულავა #41– 663 ხმა(40.21%), ჯუმბერ ბლაგიძე(დამოუკიდებელი)– 569 ხმა(34.51%), ზვიად ლომაძე #2 – 216 ხმა(13.1%), ეგნატე გურგენაძე #5 – 155 ხმა (9.4%), ზაზა მჟავია – 46 ხმა(2.79%); როგორც ხედავთ სუფსაში ზვიად ლომაძის ან ეგნატე გურგენაძის მხარდაჭერის შემთხვევაში ჯუმბერ ბლაგიძე აუცილებლად მოიგებდა. თუმცა მოცემული რეალობიდან გამომდინარეც, უდიდესი ალბათობით მაინც ბლაგიძე იგებდა. მაგრამ სუფსის ოლქიც მოექცა განსაკუთრებით კონტროლირებადთა სიაში.
ჯურუყვეთის მაჟორიტარული ოლქი: სპარტაკ კვაჭაძე #41 – 386 ხმა(48.55%), დათო დობორჯგინიძე( დამოუკიდებელი)– 376 ხმა(47.3%), ნონა მურვანიძე #3 – 33 ხმა(4.15%); გასაგებია და გვესმის, რომ ნონა მურვანიძე აუცილებლად უნდა შესულიყო საკრებულოში თუნდაც მისი პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია მისმა 33 ხმამ ავტომატურად გაუხსნა გზა საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად მმართველი პარტიის კანდიდატს სპარტაკ კვაჭაძეს. დათო დობორჯგინიძეს სულ რაღაც 10 ხმით აჯობა კვაჭაძემ.
ოპოზიციის გაერთიანების და უკეთ მუშაობის შემთხვევაში იყო შანსი ქალაქი წაეგო კახა კვიტაიშვილს, მან ხმების 55.84% დააგროვა. მართალია დავით ჩხარტიშვილმა თავის ოპონენტებს ყველას ერთად აღებულს აჯობა ხმების რაოდენობით, თუმცა მისი 52.53%–ის შეცვლა ალბათ შეეძლოთ მის ძლიერ მოწინააღმდეგეებს ერთად ყოფნის შემთხვევაში.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
ვინ ვის წაართვა ხმები?
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 1 166