ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიები ლანჩხუთში

6-09-2021, 12:22

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარმომადგენელთა ვინაობა ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ ათეული ასე გამოიყურება: 

1. კახა ასკურავა; 2. გიორგი გოგუაძე; 3. ირმა მგელაძე; 4. გივი ცინცაძე; 5. კახა გუჯაბიძე; 6. ლია ასკურავა; 7. დინარა ცხომარი; 8. ოთარ პატიეშვილი; 9. ნუკრი შენგელია; 10. მიხეილ მოდებაძე; 
მხოლოდ ჩოჩხათია ის სამა­ჟო­რი­ტარო უბანი, სადაც „ნაც­მოძ­რაო­ბას“ კანდიდატი არ ეყოლება და მხარს ,,ნინო ბურ­ჯანაძე დემოკრატიული საქარ­თ­ვე­­ლოს“ პარტიის პარტიის ადგილობრივ ლიდერს, ნონა მურ­ვანიძეს და­უჭერს მხარს. 
სიის მე-8 ნომერი ოთარ პატიე­შვილი ,,ნა­ციონალურ მოძრაო­ბას“ სულ ახლახან ,,ქართული ოცნებიდან“ შე­მოუერთდა, იგი აცანა-აკეთი-მამათის მაჟორიტა­რო­ბის კანდიდატად სახელდება, კახა გუჯაბიძე ქალაქის მაჟო­რიტარობის კანდიდატია. ასევე მაჟორიტარობის კა­ნ­დიდატია ლია ასკურავა ნიგო­ი­თი­-შუხუთის ზო­ნაში, დინარა ცხ­ო­­მ­ა­რია-სუფსაში მაჟორი­ტა­რობი­სა­თვის იბრძო­ლებს, ნუკრი შენგე­ლია - წყალწმინდა-ღრმაღელეში, ხო­ლო მიხეილ მოდებაძე - ნიგ­ვზი­ანსა და ნინოშვილში. ათეუ­ლ­ის გარდა მაჟორიტარობისთვის იბ­რძოლებენ _ გელა რიონიძე (მა­ჩ­ხვარეთ-ჩიბათი-გვიმბალაური) და გია მოქია (ლესა-ჯურუ­ყვე­თი).
„გირ­ჩი - მეტი თავისუფლება“ პა­რ­ტი­ული სია

1. ეკა გავაშე­ლიშ­ვილი; 2. ვახტანგ ზენაიშვილი; 3. ან­ზორ შავაძე; 4. გუგული ვასა­ძე; 5. ელგუჯა ქარქუსაშვილი; 6. პა­პუ­ნა ქაქუთია; 7. ნაზიკო ქა­მა­და­ძე; 8. კახა ნებიერიძე; 9. ზურაბ მიქაია; 10. ზურაბ ქარჩავა; პარ­ტი­ული სიიის პირველი ნომერი პარტიის ადგილობრივი ლიდერის ვახტანგ ზენაიშვილის მეუღლე ეკა გავაშელიშვილია, სიის მეორე ნომერია ვახტანგ ზენაიშვილი, ზუ­რაბ ჯაფარიძის პარტიას ლან­ჩხუთში არ ჰყავს მაჟორიტარები. 
რაც შეეხება ,,ლელოს“, მისი პარტიული სი­ის ათეული  ლანჩ­ხუ­თ­ში ასე გამო­იყუ­რება:

1. გოჩა ჯა­ნაშია,  2. ნუ­გზარ (ნესტორ) ღლ­ონტი, 3. ნინო დარჩიაშვილი-ებ­რალიძე,  4. ბიძინა კუ­პრაძე,   5. და­­­ვით ზოიძე, 6. რუსუდან დო­ლიძე, 7. ამირან გიგინეიშვილი,   8. და­ვით წულაძე, 9. ხათუნა ტუ­ღუში, 10. დავით კუპრაძე. ლანჩ­ხუთში პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება. ამირან გიგინეიშვილი და დავით წულაძე, არ არიან საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ცნობილი ა(ა)იპის ხელმძღვანელი, უბრა­ლოდ გვარსახელების დამთხვევაა.
საინტერესო იქნება პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გიორგი გახარიას პარტიის პარტიული სია, მსი პირველი ნომერი საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძეა. შტაბის ხელ­მძღვანელის პოზიციას მაჟო­რი­ტა­რობის კანდიდატი დავით დობო­რ­ჯ­გინიძე იკავებდა, ამჟამად იგი მხოლოდ მაჟორიტარია და კენჭს ჯურუყვეთსა და ლესაში იყრის. შტაბს ხელმძღვანელი მერობის კანდიდატის, ელგუჯა კალანდა­რი­შ­ვილის შვილი გიორგი კალანდარიშვილი გახდა. პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული სიის ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯუმბერ ბლაგიძე; 2. მაკა მშვი­დო­ბაძე; 3. გიორგი ანდღულაძე; 4. იური იმნაიშვილი; 5. გენო შა­რა­ბიძე; 6. ელენე ტუღუში; 7. გი­ვი იმნაიშვილი; 8. გიორგი ჩხა­იძე; 9. ეკა ანდღულაძე; 10. მამუკა კუნჭულია; ამ პარტიას, 8 მა­ჟორიტარობის კანდიდატი ეყო­ლე­ბა, მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში არ ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატი, ესაა ნინოშვილი - ნიგვზიანი, და­ნარ­ჩენ უბნებში მაჟორიტარობის კანდიდატები ასე გამოიყურება: ქალაქი - გიორგი ანდღულაძე, ნიგოითი-შუხუთი - მაკა მშვიდო­ბაძე, სუფსა - ჯუმბერ ბლაგიძე, ლესა-ჯურუყვეთი - დათო დობო­რ­ჯგინიძე, ჩოჩხათი - ელენე ტუ­ღუ­ში, აკეთი-აცანა-მამათი - გიო­რგი ჩხაიძე, ღრმაღელე-წყალწმინდა - გიორგი სურმანიძე, ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთი - გენო შარაბიძე. 
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 248
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა