ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არის თუ არა გუნდის გადაწყვეტილება რეალიზმის შემცველი?!

1-09-2021, 12:25

ნამდვილად არ გამაჩნია ნეგატი­ური დამოკიდებულება ქალბატონი ია მოქიას მიმართ, რომელიც დიდი ალბათობით, მალე სოფელ-სუფსის დეპუტატი იქნება, თუმცა ადგილობრივი სახელი­სუფლებო გუნდის ამგვარი გადაწ­ყვე­ტილება როგორ უნდა იყოს რეალიზმის შემცველი?! თუ ამ სოფლის კუთვნილი საზ­ოგადოების ვებერთელა ნაკადი ტრადიციისამებრ ბატონი ზურაბ კუკულავას გვერდით ყოფნას არასოდეს ინანებს, როგორც ჩანს, ინდივიდუალური პირების მიერ განკარგული პოზიციების ჯარს სიხარბის ცხელი ტყ­ვია კვლავინდებურად არბევს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე.
ასევე ვიტყვი იმასაც, რომ გან­უკ­ითხავი ვითარების დასაძლევად ბე­ვ­რად უფრო ხელსაყრელი აღმ­ოჩ­ნდება სხვაგვარი მეთოდებით მოქ­მე­დება, ვინაიდან ვითომ პოლიტიკოსები ურთ­იერთობას ადამიანური რესურსებით არ გან­საზღ­ვრავენ. შესაბამისად კი, ის, ვინც საზოგადოებას მითისებური სათნო­ებით აბრიყვებს, თავისთავად არ იმსახურებს საპატიო შეხედუ­ლების ძღვენს.
ნუგზარ ჯორბენაძე, სუფსა

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 750
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა