რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც დროულად საჭიროებს გადაჭრას?
მამა გიორგი მარშანიშვილი: შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც შეიძლება ბევრი ოჯახის დედას და ახალგაზრდა თაობებს აღარ დასჭირდეთ საქართველოს გარეთ გასვლა, რათა შეინარჩუნონ ოჯახები. შეუძლებელია გადარჩენა ერთმანეთის გარეშე, ჩემო კარგებო! ყველა იმ ადამიანის გარეშე, ვინც კი გავიცანით ჩვენს სამყაროში. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ იმისთვის, რომ ვჭირდებით ერთმანეთს, რათა ვიტვირთოთ ერთმანეთის ტვირთი, ვილოცოთ ერთმანეთისთვის, რომ გადავრჩეთ.
ქეთო ჭანტურია: გარე ვაჭრობა უნდა მოწესრიგდეს. აუცილებლად უნდა მიეცეთ ადამიანებს საშუალება ადამიანურ პირობებში გაყიდონ თავისი პროდუქტი, რომ მყიდველმაც ნორმალურ პირობებში შეძლოს შეძენა. ასევე დიდი პრობლემაა მიუსაფარი ცხოველები (ძაღლები).
ვაჟა გობრონიძე: დავიწყებ მისალმებით და მივესალმები „ჰო და არას“ მკითხველს, რაც შეეხება შეცვლას... პირველ რიგში, მე და ჩემი თანატოლები არ უნდა ვიყოთ მუდმივ მიგრაციაში, რაც ძალიან მაწუხებს მე პირადად. ვინც აქ რჩება და ვისაც აქვს რაღაც კომერციული ფართი რომ გააქირაოს და შემოსავალი ნახოს, მხოლოდ ეგ ხალხი არის რაღაც მხრივ კმაყოფილი. დანარჩენებს გვიწევს 500 ლარად თავის რჩენა თვიდან თვემდე. კარალოკი, ვაშლი, ქლიავი, ატამი, ციტრუსი ხეზე ლპება, ხალხი ვერ აბარებს. საწარმოებია საჭირო, ხალხს სულს მაინც მოვათქმევინებდით. ერთიანად მესმის, რომ არ შენდება სოფელი, მაგრამ მე არ მსურს ჩემი ლანჩხუთიდან წასვლა. მე დღეს წასული ვარ, საირმეში, ვმუშაობ სადღაც მთებში. მე ერთი აქაური ვარ, რომელსაც 500 ლარი მირჩევნია, იქაურ 1500 ლარს. პოტენციალი აქვს ლანჩხუთს, მაგრამ სპონსორებს უნდა პოვნა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მონდომება და ხმის ამოღებაა მთავარი.
რიტა ჯიჭონაია: ვცხოვრობ ,,მედალფას~ მოპირდაპირე კორპუსში. დედებს, ვისაც პატარა შვილები გვყავს, გვაწუხებს ის, რომ გვინდა ეზოს მოწესრიგებსადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს. კიდევ: „აი გურულები ნუ უბღვერენ მეგრელებს“ (იცინის)
გულო ჭყოიძე: პანდემიამ იმდენი პრობლემა წარმოშვა, რომ ძნელია წინა პლანზე წამოწიო საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობისათვის აუცილებელია. ვეცდები მაინც ჩამოვაყალიბო. ყველასათვის ცნობილია პურის ფქვილის გაძვირება და შესაბამისად პურიც გაძირდა. გურიაში წამყვან კულტურად მაინც სიმინდი ითვლება, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ დათესა და მოიყვანა მოსავალი. ჯერ ერთი შრომისუნარიანი ვინც არის ყველა გარბის ქვეყნიდან, იმისათვის, რომ ოჯახი გადაარჩინოს, დანარჩენებს კი უსახსრობამ, იმან, რომ ტექნიკა არ არის ხვნა-თესვის დროს, რომც იშოვო ფული, მაინც არ არის რომ გადაუხადო, მერე კი, თუ დათესე კიდევ რამდენი სჭირდება.სასუქიც ხომ უნდა. თავი დავანებოთ მუშა-ხელის დაქირავებას,საუკეთესო ფართობები გატყიურდა და ეკალ-ბარდმა დაფარა. შეუძლებელია ხელით გაკაფო და ვარგისიანი გახადო. აქედან გამომდინარე, ტექნიკას შევიძენდი, გავკაფავდი ამ ფართობებს, გადავხნავდი და შევაძლებინებდი ამ გაჭირვებულ ხალხს დაეთესათ და მოეყვანათ წლის სარჩო. არსებობს ტრაქტორები, რომელიც როგორც კომბაინი ყანას ისე დააქუცმაცებს, ამ ფართობებში მოდებულ ე.წ. ჩოჩობას. თუ გლეხს სიმინდი ექნება, ექნება ყველაფერი.
მამუკა იმნაძე:
ქალაქის ტერიტორიაზე,სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია გზები, არ გაივლება არსად!
რას შეცვლიდით ლანჩხუთში?

მომაზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 022