ანი ფხაკაძის დასახმარებლად ლანჩხუთის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ანის ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა საფრანგეთში, მისი დიაგნოზია: ღვიძლის ფიბროზი, პორტული ჰიპერტენზია, საყლაპავის ვარიკოზი.
აღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლარგო თურმანიძე, კახა პატარაია, ბედინა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, გუგა პატარაია, გიორგი გოგიბერიძე, მარიამ ცქვიტინიძე, ანრი გუჩმანიძე, სალომე მირიანაშვილი, ჯგუფი ,,ბაბილონი“; ღონისძიება ,,This is ლანჩხუთის“ ორგანიზებითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
,,ეს იყო სასწაული საღამო.
ანისთვის მღეროდნენ მომღერლები და დარბაზის ნახევარი...
მსგავსი არასოდეს მინახავს...
უფალი ფარავდეს ანის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს საღამო დაგეგმა და განახორციელა... შენი თამადობით ნინია.
ერი და ბერი ყველა ერთად შეკრებილი იყო ანისთვის....
ამიტომ, აუცილებლად გაიმარჯვებს ეს ლამაზი გოგო! _ წერს დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე ამ საღამოს გამო.
საქველმოქმედო საღამოს ერთერთი მთავარი ორგანიზატორი, ნინია ბარამიძე კი თავის ემოციას იტალიიდან ასე გამოხატავს: ,,მიზანს მივაღწიეღ და ქვეყანამ ნახა, რომ გურია სიყვარულია, სიკეთეა და თანადგომაა.
დღეს დავრწმუნდი რამდენად საამაყოა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე.
მადლობა ანის, რომ არის სიძლიერის მაგალითი და ყველა ერთ ოჯახად გაგვაერთიანა.
,,ერი და ბერი ყველა ერთად შეიკრიბა ანისთვის“

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 884