,,არტ კაფე“ ,,ქეთოსთან” გაიმართა გია ქურიძის წიგნის, ,,მობრძანდი”, პრეზენტაცია, რომელსაც ლანჩხუთის საზოგადოების ის ნაწილი დაესწრო, ვინც ლანჩხუთის კოლორიტს, კულტურის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, თეატრალური დასის რეჟისორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს კარგად იცნობდა. სტუმართა შორის იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც გიას ადრე არ იცნობდა, ვისთვისაც გია ქურიძე თავისივე შემოქმედებით გახდა ცნობილი და მახლობელი. საღამო მიჰყავდა გიას მეუღლეს და წიგნის რედაქტორს, ნანა შაინიძეს.
წიგნში შესულია გია ქურიძის მოთხრობები და ლექსები, ნანა შაინიძის ლექსი და მოგონება, ლანჩხუთელი ახალგაზრდა ავტორების: პაპუნა ფირცხალაიშვილის და ზურა მურვანიძის ლექსები;
წინასიტყვაობა: პოეტი გენრი დოლიძე და გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქტორი - ნონა გიგინეიშვილი. კრებული გამოცემულია პოლიგრაფიული სერვისის ,,თNP Pრინტ” შპს,,ემბიემსი ჯგუფი“-ის მიერ. წიგნის პრეზენატაციას ესწრებოდნენ გია ქურიძის ოჯახის წევრები შვილი - გოდუნა ქურიძე და ძმისშვილი - ქეთა ქურიძე.
ამ საღამოს მასპინძელი თითქოს, თავად წიგნის ავტორი იყო, უბრალო და დიდი გულის ადამიანი, გია ქურიძე. სკოლის მეგობრები ახლობლები, თანაქალაქელები და ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ და ისინიც, ვინ ადრე არ იცნობდნენ საკმაოდ ემოციური სიტყვებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და რომ არა კოვიდრეგულაციები დაუსრულებლად გაგრძელდებოდა იგი.
გია ქურიძე _ გამორჩეული და განსაკუთრებული თავისი შინაგანი სამყაროთი, ერთნაირად დიდიც და პატარაც; კაცი, რომელიც უყვარდათ და ენდობოდნენ, მანაც იცოდა სიყვარულის ფასი და იგივე სიყვარულს აფრქვევდა ირგვლივ; კაცი რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ მშობლიურ ქალაქში და მისი სული ყოველთვის იტრიალებს აქ, სადაც მის სახელს ყოველთვის იხსენებენ მისი შემოქმედებისა და ცხოვრებისეული ეპიზოდების ფონზე. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ლამაზ, წყნარ და უჩვეულო გარემოში. ნამდვილად დასამახსოვრებელი დღე იყო.
მაია კუკულაძე
გია ქურიძის წიგნის პრეზენტაცია
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 017