ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აჭარელი-გურული

1-09-2021, 12:31

აჭარელი-გურული
აჭარალი კაცი ვარ და
მივლია მთელს დუნიაში
საბოლოოდ საცხოვრებლად
გადმოვედი გურიაში. 
ლესელ კაცმა ვერ შევძელი
ავსულვიყავ ბახმაროში
ბოლოს ბედმა გამიღიმა,
მოვხვდი ზღაპრულ სამყაროში.
ამ ჩვენს ზური შევარდნაძის
აყვავებულ ბაღ-მამულში,
ამ გურულ კაცს ვეწვიე და
ჩავიკარი ძმურად გულში.
აჭარული სიყვარული
გურულს გულში ჩავაწურე,
გურულ სტუმარ-მასპინძლობით
მიმიღეს და დამაპურეს.
ყვავილების სურნელებამ 
დამათრო და გამაშტერა,
აქ, თბილისში გურულ კაცმა
მიმიღო და მომეფერა.
და ეს სამახსოვრო ფოტოც 
გადავიღეთ ძმურად, ერთად,
და ეს ჩემი მასპინძელი
მის საქმეში ვცანი ღმერთად!
ღმერთო! დიდო! მადლობა, რომ
მაცოცხლე და ჯერ არმოვკვდი,
და იმისთვისაც მადლობა
მე ზურის მამულში მოვხვდი!
ამ ღვთისნიერ კაცსა, ხალხო!
ჟურნალ-გაზეთებით ვცნობდი,
და ეს დარდი მიმყვებოდა
პირადად რომ არ ვიცნობდი.
მისი კაი კაცობით და
მისი საქმით ღმერთად ვცანი,
მიხარია კიდევ ერთი
გურული რომ გავიცანი!
თუ გინდათ, რომ დაისვენოთ
ზურის ზღაპრულ სამყაროში,
ჯერ მის მამულს ეწვიეთ და
მერე წადით ბახმაროში!

დიმიტრი ბერიძე
29.08.2021 წ.

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 125
FACEBOOK კომენტარები