ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა ხდებოდა გურიის ფეხბურთის ფედერაციის გუშინდელ ყრილობაზე?

რა ხდებოდა გურიის ფეხბურთის ფედერაციის გუშინდელ ყრილობაზე?
7-04-2017, 00:00

მართალია იგი 10 მარტს, ოზურგეთში გამართულ ფედერაციის სხდომაზე ერთხმად აირჩიეს გურული ფეხბურთის მესაჭედ, თუმცა, საჯარო რეესტრმა მაშინდელი შედეგები არ დაარეგისტრირა ხარვეზების გამო და არჩევნების ხელახალი ჩატარებაც ამან გამოიწვია. ამჯერად არჩევნები ლანჩხუთში, ფედერაციის ოფისში ჩატარდა. მართალია, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და როგორც პრეზიდენტი, ასევე აღმასკომის წევრები (გიგლა იმნაძე, გია თავაძე, მამუკა გოგუაძე, ბენია თავბერიძე) ერთხმად აირჩიეს, მაგრამ ყრილობის დასრულების შემდეგ, ფედერაციის ოფისთან მცირე ხმაური იყო _ რამდენიმე პირმა გააპროტესტა, თუ როგორ მოხდა, რომ ექვსმა სუბიექტმა მისცა ხმა ორივე საკითხს, როცა ერთ-ერთის, საფეხბურთო კლუბ `გურიას~ წარმომადგენელი (ხმის უფლების მქონე) სხდომას არ დასწრებია. მართლაც, ამჯერადაც მოხდა გარკვეული გადაცდომა _ რადგან თითო სუბიექტი თითო ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს და ოზურგეთის `ბასას~ ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება (მესაკუთრის გარდაცვალების გამო. ესეც იყო წინა არჩევნების გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი), გურულ არჩევნებში 6 სუბიქეტს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. რადგან `გურიასგან~ ამ უფლების მქონე ყრილობას არ დასწრებია, არჩევნებში მონაწილეობა 5 მათგანს უნდა მიეღო. ეს ნიუანსი ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს და ამიტომაც, როცა ყუთში 6 ბიულეტენი აღმოჩნდა, ანუ ჩოხატაურმა ერთის ნაცვლად ორჯერ მისცა ხმა, ყურადღება არავის მიუქცევია. რა შეიძლება მოხდეს? მართალია, პრეზიდენტობის კანდიდატიც და აღმასკომის შემადგენლობაც უალტერნატივო იყო და წესით, ეს არ ცვლის ვითარებას, სამართლებრივი თვალსაზრისით საჯარო რეესტრმა, ზემონახსენები იაღლიშის გამო, შესაძლოა კვლავ უარი თქვას არჩევნების შედეგების დარეგისტრირებაზე და თუ ასე მოხდა, გრფფ-ის რიგით მესამე არჩევნები მოგვიწევს ერთი თვის მანძილზე... თუმცა ეს იქნება ფორმალური მხარე _ გურულ ფეხბურთს 4 წლის მანძილზე უთავკაცებს დავით მუჯირი, რომელმაც პირობა დადო, რომ აღმასკომის წევრებთან შეუთანხმებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს...

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა