,,ჰო და არას“ სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ერთ-ერთი ლანჩხუთელი ემიგრანტი, რომელიც მეექვსე წელია ემიგრაციაში იმყოფება, კონკრეტულად იტალიაში და გვთხოვა მისგან ინტერვიუ აგვეღო. რესპოდენტმა არ ისურვა საჯაროდ ვინაობის გამხელა, თუ რატომ ინტერვიუდან გაიგებთ.
_ სანამ თქვენს სათქმელზე გადახვალთ, იქნებ გვითხრათ, რატომ არ გინდათ თქვენი ვინაობა დავწეროთ?
_ პირადად მე არაფრის მეშინია და არც არაფრით ვარ ვინმეს მიმართ დავალდებულებული, მაგრამ საქართველოში მყავს მოხუცი მშობლები, სამი არასრულწოვანი შვილი და არ მინდა მათ რაიმე უხერხულობა შეექმნათ. არავინ დაიჯეროს, თითქოს ადამიანის უფლებები უკეთ არის დაცული, ვიდრე ადრე. როგორც კი კრიტიკულ აზრს მოისმენენ, მტრად ას,,ჰო და არას“ სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ერთ-ერთი ლანჩხუთელი ემიგრანტი, რომელიც მეექვსე წელია ემიგრაციაში იმყოფება, კონკრეტულად იტალიაში და გვთხოვა მისგან ინტერვიუ აგვეღო. რესპოდენტმა არ ისურვა საჯაროდ ვინაობის გამხელა, თუ რატომ ინტერვიუდან გაიგებთ.
_ სანამ თქვენს სათქმელზე გადახვალთ, იქნებ გვითხრათ, რატომ არ გინდათ თქვენი ვინაობა დავწეროთ?
_ პირადად მე არაფრის მეშინია და არც არაფრით ვარ ვინმეს მიმართ დავალდებულებული, მაგრამ საქართველოში მყავს მოხუცი მშობლები, სამი არასრულწოვანი შვილი და არ მინდა მათ რაიმე უხერხულობა შეექმნათ. არავინ დაიჯეროს, თითქოს ადამიანის უფლებები უკეთ არის დაცული, ვიდრე ადრე. როგორც კი კრიტიკულ აზრს მოისმენენ, მტრად ასახელებენ იმ ადამიანებს.
_ შეგიძლიათ მთავარ სათქმელზე გადახვიდეთ, ყურადღებით გისმენთ.
_ როგორ უკვე გითხარით, მყავს მოხუცი მშობლები, ვარ მარტოხელა დედა. სამი არასრულწლოვანი ბავშვის მოვლა-პატრონობას რამდენი რამ ესაჭიროება, ალბათ ყველამ იცის. რადგან არ ვიყავი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არსად არ გამიკარეს, თუმცა არც სხვა პარტიებს ვგულშემატკივრობდი დიდად. იძულებული გავხდი სამშობლო დამეტოვებინა და სხვა ქვეყანაში მემუშავა, მებრძოლა გადარჩენისთვის. მადლობა ღმერთს, ვალებიც გადავიხადე და არც გვშია, მაგრამ რის ფასად და სად? ნუთუ არ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ჩვენს სამშობლოში, თავის დროზე ნაცების და ახლა ქოცებისაა ეს ქვეყანა მხოლოდ? კობახიძეს და მდინარაძეს თუ ჰყავს შვილები, სხვას არ ჰყავს? რა ვერ გაძღენ და დაკმაყოფილდნენ, კიდევ რამდენი უნდა იშოვნონ. ქართველები ქვეყნიდან გაგვყარენ და რუსები შემოჰყავთ დედაწულიანად, ჩვენი ოკუპანტები და მტრები.
_ ანუ, ფიქრობთ რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაა ჩამკეტი. პუტინი არის უფროსი და საქართველოს მთავრობა ხელქვეითები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაგიკავშირდით. გული მისკდება ამდენი უსამართლობის გამო, ვკითხულობ და ვნახულობ სოციალურ ქსელში, ყოველდღე რამდენი ქართველი და ლანჩხუთელი ტოვებს ქვეყანას. ამ დროს ვიღაც დაქირავებული მონები მაინც როგორ ,,აპრავებენ“ ამ ხელისუფლებას. მაგრამ, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ზოგიერთი ემიგრანტიც ხოტბას ასხამს მთავრობას, ცდილობს ყველაფერში გაამართლოს და ეწევა ამაზრზენ პროპაგანდას. ალბათ აქ ემიგრაციაშიც ირებენ ხელფასს და მანდ ტროლობაშიც ენახებათ, სხვა ხსნას ვერ ვპოულობ. ამაზე მეტი ტრაგიკომედია რა არის, იყო იძულებით ემიგრაციაში და ხოტბას ასხამდე ამ მთავრობას. როგორ მომიბრუნდება ენა კარგის სათქმელად, მეექვსე წელიწადია ჩემი შვილები, მოხუცი დედ-მამა არ მინახია, იმის გამო რომ ფეხებზე ვკიდივართ ჩვენს მთავრობას და პირიქით ხელს უწყობს ხალხს, რათა დატოვონ ქვეყანა. ის ადამიანები, ვინც მთავრობის ქება-დიდებაში არიან, განსაკუთრებით ემიგრანტები, ყვარყვარეები და ქართველთმოძულეებია. სულ ხომ ექნებათ ის ხელფასები და სამსახურები, ღმერთის არ ეშინიათ? დააქციეს და დაცალეს ქვეყანა ქართველებისგან, ახლა რუსეთის ოლქი გახადეს ოფიციალურად. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია არ გვყავს, დიახ საერთოდ არ გვყავს. ასეთი ხელისუფლება რომ გეყოლება 10 წელი სათავეში, ე.ი უმაქნისი და არაფრის გამკეთებელი არ ხარ. პოზიციაც და ოპოზიციაც რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით უნდა გაუშვა, მაგრამ ხალხიც დამონებული და დამუნჯებული ვართ.
_ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვია იტალიაში? ხელფასი ხომ არ შეგიმცირდათ?
_ ეჰ, მაშინ როდესაც თავად დედაჩემია მოსავლელელი, მე სხვის დედას ვუვლი, მაგრამ რას ვიზამთ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, თავიდან მცირე პანიკა შეინიშნებოდა, მერე ყველაფერი დაალაგეს. ხელფასს რაც შეეხება, პირიქით 100 ევრო მომიმატეს ორი თვის წინ. მაგრამ, მიუხედავად ამისა ფინანსურ კრიზისს ისევ საქართველოს ხელისუფლება გვიქმნის. ზუსტად ერთი ლარით გააუფასურეს ევრო, მაგალითად 1000 ევროს გადმორიცხვის შემთხვევაში, ახლა 1000 ლარით ნაკლებს ანაღდებს ჩვენი ოჯახები. მიმაჩნია, რომ ამასაც ხელოვნურად აკეთებენ და აქ ნაშოვნ ფულსაც თაღლითურად გვართმევენ. თუ გამყარდა ლარი, რატომ არ დაიკლო ფასებმა? როცა ვკითხულობ მაქაურ ფასებს, გაოგნებული ვარ. ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და ხალხი, რომ ბოლომდე აჰყარო ღირსება. როგორც ვატყობ, აქ უცხოეთში წამოსულ ქართველებს გვაიძულებენ ოჯახის ყველა წევრი წავიყვანოთ. აბა, მანდ გამოგზავნილ ჩვენს სიმწრით ნაშოვნ ფულს აღარავითარი ძალა არ აქვს. ალბათ რამდენიმე ოლიგარქი ყიდულობს გაიაფებულ ვალუტას და მერე როცა მოუნდებათ მაღალ ფასში გაყიდიან. მინდა მივმართო ლანჩხუთელებს, გურულებს, ქართველებს, ემიგრანტებს: არ გარგიათ იმ ადამიანების აყოლა და მათი პროპაგანდა, ვინც მუდმივად სამსახურშია, მიუხედავად მთავრობისა და წყობისა, როცა ჩვენ მძიმე შრომით, პატიოსნად ვინახავთ ჩვენს ოჯახებს, ისინი ჩვენს მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. თუ ხმის ამოღება არ შეგიძლიათ, ნურც ტაშს უკრავთ, როცა ხედავთ როგორ მიდის ცოლ-ქმარი შვილებით, ან მათ გარეშე, ჯანმრთელობა შერყეული, ასაკში მყოფი ადამიანები უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად. როცა ხედავთ, როგორ დაიცალა ჩვენი ქვეყანა, კიდევ ბედავთ და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ? ან რითი განსხვავდებით ნაციონალებისგან, როგორც ისინი დევნიდენ განსხვავებულ აზრს, ისევე ხართ თქვენ და კიდევ უარესი. ნუთუ ეს ხალხი ვერ ხედავს, რომ ერთი და იგივე ადამიანებია სულ კარგად, ერთი ოჯახიდან ყველა წევრია დასაქმებული, მგონი ძაღლი და კატაც, მეორე ოჯახი მთლიანად იძულებით ემიგრაციაშია. ნუთუ ამ უსამართლობას ვერ ხედავენ? კიდევ როგორ ელაქუცებიან და ფარისევლურ კომენტარებს როგორ უწერენ, რად უღირთ ეს ყველაფერი. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ აღარ შეგაწყენთ თავს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედია მედია მაინც იქნება ღირსეულ პოზიციაზე.თორნიკე ჯიჯიეშვილიახელებენ იმ ადამიანებს.
_ შეგიძლიათ მთავარ სათქმელზე გადახვიდეთ, ყურადღებით გისმენთ.
_ როგორ უკვე გითხარით, მყავს მოხუცი მშობლები, ვარ მარტოხელა დედა. სამი არასრულწლოვანი ბავშვის მოვლა-პატრონობას რამდენი რამ ესაჭიროება, ალბათ ყველამ იცის. რადგან არ ვიყავი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არსად არ გამიკარეს, თუმცა არც სხვა პარტიებს ვგულშემატკივრობდი დიდად. იძულებული გავხდი სამშობლო დამეტოვებინა და სხვა ქვეყანაში მემუშავა, მებრძოლა გადარჩენისთვის. მადლობა ღმერთს, ვალებიც გადავიხადე და არც გვშია, მაგრამ რის ფასად და სად? ნუთუ არ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ჩვენს სამშობლოში, თავის დროზე ნაცების და ახლა ქოცებისაა ეს ქვეყანა მხოლოდ? კობახიძეს და მდინარაძეს თუ ჰყავს შვილები, სხვას არ ჰყავს? რა ვერ გაძღენ და დაკმაყოფილდნენ, კიდევ რამდენი უნდა იშოვნონ. ქართველები ქვეყნიდან გაგვყარენ და რუსები შემოჰყავთ დედაწულიანად, ჩვენი ოკუპანტები და მტრები.
_ ანუ, ფიქრობთ რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაა ჩამკეტი. პუტინი არის უფროსი და საქართველოს მთავრობა ხელქვეითები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაგიკავშირდით. გული მისკდება ამდენი უსამართლობის გამო, ვკითხულობ და ვნახულობ სოციალურ ქსელში, ყოველდღე რამდენი ქართველი და ლანჩხუთელი ტოვებს ქვეყანას. ამ დროს ვიღაც დაქირავებული მონები მაინც როგორ ,,აპრავებენ“ ამ ხელისუფლებას. მაგრამ, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ზოგიერთი ემიგრანტიც ხოტბას ასხამს მთავრობას, ცდილობს ყველაფერში გაამართლოს და ეწევა ამაზრზენ პროპაგანდას. ალბათ აქ ემიგრაციაშიც ირებენ ხელფასს და მანდ ტროლობაშიც ენახებათ, სხვა ხსნას ვერ ვპოულობ. ამაზე მეტი ტრაგიკომედია რა არის, იყო იძულებით ემიგრაციაში და ხოტბას ასხამდე ამ მთავრობას. როგორ მომიბრუნდება ენა კარგის სათქმელად, მეექვსე წელიწადია ჩემი შვილები, მოხუცი დედ-მამა არ მინახია, იმის გამო რომ ფეხებზე ვკიდივართ ჩვენს მთავრობას და პირიქით ხელს უწყობს ხალხს, რათა დატოვონ ქვეყანა. ის ადამიანები, ვინც მთავრობის ქება-დიდებაში არიან, განსაკუთრებით ემიგრანტები, ყვარყვარეები და ქართველთმოძულეებია. სულ ხომ ექნებათ ის ხელფასები და სამსახურები, ღმერთის არ ეშინიათ? დააქციეს და დაცალეს ქვეყანა ქართველებისგან, ახლა რუსეთის ოლქი გახადეს ოფიციალურად. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია არ გვყავს, დიახ საერთოდ არ გვყავს. ასეთი ხელისუფლება რომ გეყოლება 10 წელი სათავეში, ე.ი უმაქნისი და არაფრის გამკეთებელი არ ხარ. პოზიციაც და ოპოზიციაც რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით უნდა გაუშვა, მაგრამ ხალხიც დამონებული და დამუნჯებული ვართ.
_ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვია იტალიაში? ხელფასი ხომ არ შეგიმცირდათ?
_ ეჰ, მაშინ როდესაც თავად დედაჩემია მოსავლელელი, მე სხვის დედას ვუვლი, მაგრამ რას ვიზამთ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, თავიდან მცირე პანიკა შეინიშნებოდა, მერე ყველაფერი დაალაგეს. ხელფასს რაც შეეხება, პირიქით 100 ევრო მომიმატეს ორი თვის წინ. მაგრამ, მიუხედავად ამისა ფინანსურ კრიზისს ისევ საქართველოს ხელისუფლება გვიქმნის. ზუსტად ერთი ლარით გააუფასურეს ევრო, მაგალითად 1000 ევროს გადმორიცხვის შემთხვევაში, ახლა 1000 ლარით ნაკლებს ანაღდებს ჩვენი ოჯახები. მიმაჩნია, რომ ამასაც ხელოვნურად აკეთებენ და აქ ნაშოვნ ფულსაც თაღლითურად გვართმევენ. თუ გამყარდა ლარი, რატომ არ დაიკლო ფასებმა? როცა ვკითხულობ მაქაურ ფასებს, გაოგნებული ვარ. ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და ხალხი, რომ ბოლომდე აჰყარო ღირსება. როგორც ვატყობ, აქ უცხოეთში წამოსულ ქართველებს გვაიძულებენ ოჯახის ყველა წევრი წავიყვანოთ. აბა, მანდ გამოგზავნილ ჩვენს სიმწრით ნაშოვნ ფულს აღარავითარი ძალა არ აქვს. ალბათ რამდენიმე ოლიგარქი ყიდულობს გაიაფებულ ვალუტას და მერე როცა მოუნდებათ მაღალ ფასში გაყიდიან. მინდა მივმართო ლანჩხუთელებს, გურულებს, ქართველებს, ემიგრანტებს: არ გარგიათ იმ ადამიანების აყოლა და მათი პროპაგანდა, ვინც მუდმივად სამსახურშია, მიუხედავად მთავრობისა და წყობისა, როცა ჩვენ მძიმე შრომით, პატიოსნად ვინახავთ ჩვენს ოჯახებს, ისინი ჩვენს მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. თუ ხმის ამოღება არ შეგიძლიათ, ნურც ტაშს უკრავთ, როცა ხედავთ როგორ მიდის ცოლ-ქმარი შვილებით, ან მათ გარეშე, ჯანმრთელობა შერყეული, ასაკში მყოფი ადამიანები უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად. როცა ხედავთ, როგორ დაიცალა ჩვენი ქვეყანა, კიდევ ბედავთ და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ? ან რითი განსხვავდებით ნაციონალებისგან, როგორც ისინი დევნიდენ განსხვავებულ აზრს, ისევე ხართ თქვენ და კიდევ უარესი. ნუთუ ეს ხალხი ვერ ხედავს, რომ ერთი და იგივე ადამიანებია სულ კარგად, ერთი ოჯახიდან ყველა წევრია დასაქმებული, მგონი ძაღლი და კატაც, მეორე ოჯახი მთლიანად იძულებით ემიგრაციაშია. ნუთუ ამ უსამართლობას ვერ ხედავენ? კიდევ როგორ ელაქუცებიან და ფარისევლურ კომენტარებს როგორ უწერენ, რად უღირთ ეს ყველაფერი. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ აღარ შეგაწყენთ თავს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედია მედია მაინც იქნება ღირსეულ პოზიციაზე.
,,ამაზე მეტი ტრაგიკომედია რა არის, იყო იძულებით ემიგრაციაში და ხოტბას ასხამდე ამ მთავრობას“
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 803



