ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქალაქელიც და სოფლელიც ამ საქართველოს შვილები ვართ

ქალაქელიც და სოფლელიც ამ საქართველოს შვილები ვართ
4-11-2022, 12:00

არ ვიცი ვინ და როდის შემოიღო ქალაქის და სო­ფ­ლის სტატუსი, ვინ და როდის დააწესა, ვინ უნდა იცხოვროს ქალაქში, ვინ სოფელში, ან ვის აქვს უფლება ვინმეს აუკ­რძალოს რადგან სოფლელია, საცხოვრებლად ქალ­აქში გადასვლა, არ მგონია ასეთი შეხედულება, მით­უმეტეს იმ საუ­კუნეში, რომელშიც ვცხოვრობთ მარ­თებული იყოს.
სკოლა როცა დავამთავრე და ქუ­თაისში ჩავედი სასწავლებლად 17 წლის ვიყავი. ისე იყო, რომ მეტ­წილად ჩემი მეგობრები ადგილობრივები იყვნენ, სულ რამდენიმე ვიყავით სოფლიდან ჩასულები, მაგ­რამ თამამად ვიტყვი, არასდროს არავისგან არ გამიგონია თუნდაც ერთი სიტყვა სოფლელობაზე, პირ­იქით, ყველა ოჯახში შვილივით ვიყავი მიღებული, რა ვიცი, შესა­ძლებელია თავად აქაურები იყვნენ ასეთი გულთბილი ადამიანები. თუ­მცა როცა მუშაობა დავიწყე, მუდმივად მიხდებოდა მივლინებაში სია­რული თბილისში, ხან მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში და ხან წარმოება-დაწესებულებებში. აქ კი სხვა ვითარება იყო, მეტროში თუ სხვა ტრანსპორტში მეძებრის ალ­ღოთი გრძნობდნენ, რაღაცნაირად ცივად და ზევიდან გვიყურებდნენ, თითქოს სხვა პლანეტელი იყავი, არა მათი თანასწორი, ცხადია არც შუბლზე მეწერა ჩემი სოფლელობა და არც მათგან განსხვავებული ვიყავი რაიმეთი, მაგრამ ამას მაინც ვგრძნობდი, არა მარტო მე, სხვებიც ამბობდნენ ამას. რატომღაც დღეს ისევ გააქტიურდნენ ზოგიერთები და მოუწოდებენ სოფლიდან ჩას­ულებს სახლში წადითო და მიწა დაამუშავეთო. ძალიან მიკვირს რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას, რატომ ავიწყდებათ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, ვინ ითვლება ძირძველ ქალაქელად, ვის აქვს უფ­ლება იცხოვროს ქალაქში, საინტერესოა, მაგრამ ამაზე არაფერს ამბობენ.
დიახ, მე სოფლელი ვარ და არ მრცხვენია, პირიქით, ვამაყობ კიდეც. ჩაიც მიკრეფია, მიწასთანაც მიმუ­შავია, საყოლისთვისაც მომივლია და დღესაც ვუვლი, თუმცა ძირითადად კი სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. მუშაობა როგორც არ უნდა იყოს სირცხვილი არაა, სირცხვილია მუდმივად მოწუწუნე ხელგაწვდილი ად­ამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი არც აქვს. ჰო, არ დამავიწყდეს, მათ მინდა შევახსენო ვინც ფიქრობს, რომ სოფლელობა სირცხვილია, ის საამაყო ადამიანები, კო­რიფეები, მეცნიერები, პოეტები, მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ზუსტად სოფლიდან არიან და მერე გადმოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. ასე, რომ არაა ლამაზი მკვე­თრი ზღვარი გავავლოთ და ვინმეს სადმე ცხოვრება ავუკრძალოთ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქალ­აქს სწორედ სოფლის დოვლათით უდგას სული. წარმოიდგინეთ რომ ერთ დღეს, ძვირფასო ქალაქელებო, მიბრძანდით ბაზარში და ცარიელი დახლები დაგხვდათ, რადგან სოფ­ლელები თქვენი საქციელის გამო შემოგწყნენ და არაფერი ჩამო­იტ­ანეს, მაშინ რას იზამთ?როგორ მოი­ქცევით?არა მგონია მოგეწონოთ, სა­ხლში ცარიელი რომ გაბრუ­ნდებით.
მაშინ დავფიქრდეთ და ისე გამ­ოვთქვათ აზრები, ყველა თავად გადაწყვეტს სად და როგორ იცხოვრებს, რადგან ქალაქელიც და სოფლელიც ამ საქართველოს შვი­ლები ვართ. მშრომელ ადამიანებს ახლა არც ქალაქში ულხინს და არც სოფელში, ხელოვნურად ნუ დავამძიმებთ ვითარებას.

მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 180
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა