ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ედუარდ შევარდნაძე: ,,გეიგეთ ერთი ამ კაცმა ასეთი ვინ და რა დაიჭირა"

ედუარდ შევარდნაძე: ,,გეიგეთ ერთი ამ კაცმა ასეთი ვინ და რა დაიჭირა"
4-11-2022, 11:54

პოლიცია დამსჯელი სტრუქტურაა. დასჯა, დაკავება და დაპატიმრება კიდევ არავის მოსწონს. ამიტომ იყო, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ჩემს კანდიდატურას გამარჯვებულთა რიგებში თავიდანვე არავინ მოიაზრებდა.
მოგეხსენებათ 1993 წლის ივნისში ფოთში, საგარეჯოსა და ლანჩხუთში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად დაინიშნა შუალედური არჩევნები. ამ დროს პარლამენტი უკვე 8 თვის არჩეული იყო და ბუნებრივია პარტიებს თავიანთი ფავორიტი წარმომადგენელი ყველგან ჰყავდა. რა თქმა უნდა წინასწარი პროგნოზით გამოკვეთილი იყო გამარჯვებული კანდიდატები, მაგრამ ამ სიაში ჩემი, როგორც პოლიციელის, უპარტიო და დამოუკიდებელი კანდიდატის ხსენებაც არ იყო. თუმცა ასე არ ფიქრობდა ლანჩხუთელი ამომრჩეველი. ჩატარდა არჩევნები და დედაქალაქში პოლიტიკური წრეების გასაკვირად დამაჯერებელი გამარჯვება ჩემს მხარეს აღმოჩნდა. მაშინ შევარდნაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. როცა შედეგები მოახსენეს და უთხრეს ლანჩხუთში პოლიციელი აირჩიეს, თავისი აპარატის უფროსისათვის ჩვეული იუმორით უთქვამს ,,გეიგეთ ერთი ამ კაცმა ასეთი ვინ და რა დაიჭირაო." 
ამას წინათ დიდი ფორმატიანი წიგნი გამოიცა, სადაც მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით ყველა მოწვევის პარლამენტის წევრია წარმოდგენილი. მანამდე პარლამენტის აპარატიდან დამიკავშირდნენ, მონაცემები დააზუსტეს და მითხრეს. ჯერ-ჯერობით ლანჩხუთის მაგალითი ქვეყანაში ერთადერთია, როცა ამომრჩეველმა მაჟორიტარ დეპუტატად იმავე რაიონში მოქმედი პოლიციელი აირჩია.
როცა საარჩევნო კამპანიის დანახარჯი წარმოვადგინე, თანხა 750 მანეთი დაუჯერებლად გამოიყურებოდა. ახლა ამ თანხით საკმარის ყავას ვერ შეიძენ, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ხარჯებზე. მაშინ ხალხი სხვანაირი იყო. ბევრი ადამიანი მედგა გვერდით. ზოგიც უკვე აღარ არის. ვინც ვართ დარჩენილი, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გვერდით დგომისათვის არავის არაფერი მოუთხოვია. ამ საქმეს ყველა გულით და სრულიად უანგაროდ აკეთებდა. რეალურად საარჩევნო კამპანია რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებებით არ ჩამიტარებია. ხალხმა მხარი დამიჭირა, ისე როგორც მიცნობდა და მხედავდა.

ომარ ხუციშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 650
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა